ნაწარმოებები



ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
11 თებერვალი, 2018


დილემა

რა არის კარგი და რა არის ცუდი??? ეს ფილოსოფიური დილემა ჭკუას გვირევს და გვახვედრებს  რომ სამყარო რთულადაა  მოწყობილი...მარტო ბიბლიით და "ნასა"-ს კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით ვერაფერს ჩავწვდებით  .


  როგორ ფიქრობთ, რაა კარგი, წამობრძანდი თუ წამოეთრიე????
დასკვნებს ნუ გავაკეთებთ ნაჩქარევად! ....ეს სერიოზული თემაა, აი მაგალითად დავთვერით სასტიკად, ანუ ნიღაბი მოვიხსენით, რომელიც გვამძიმებდა  და ცხოველურ საწყისს  დავუბრუნდით...მოგვეჩვენა რომ ვიღაცამ ცუდად შემოგვხედა...ჩვენ ამას არ ვაპატიებთ!  გვეჩურჩულება ალკოჰოლი ..ჰო და ეგრევე  კარგების გინებას ვიწყებთ  (ამ დროს დედის გინებაც მოსულა, მაგრამ ამისათვის უფრო მეტის დალევაა საჭირო)
    ჰო და ვაგინეთ, შეიძლება ხელიც დავარტყით და წავიდა გლადიატორული ბრძოლები....გავართეთ ხალხი.......მეტროში თუ არიან, ვაგონში, ვერ გაიქცევიან და იქ ჯობია! თორემ ქუჩაში ეგრევე გაილალებიან ხოლმე ......
სიტუაცია დაიძაბა!  ის ჩვენი "ცუდად შემომხედვარი" უცებ მიხვდა რომ მიაძეხვეს ...ის გამწარებულია და ისიც ბოქსის მოძრაობებს აკეთებს ....ან თუ პროფესიონალია, ეგრევე ხვდება რაა საჭირო და ერთი მოძრაობით (თუ ფიზიკური მონაცემები აძლევს ამის საშუალებას ) დამანგრეველი ძალით გვარტყამს სიფათში...
და უცებ ...სიტუაცია პიკს უახლოვდება ! მოდის პატრული და გვეუბნება.."აბა წამობრძანდით!" 
...........
ხედავთ ????
ახლა ცოტა დაწყნარდით და სხვა, უფრო ფანტასტიური რამ წარმოიდგინეთ...ზიხართ პარკში (ეს ის პარკი არაა, კარფურში რომ გვილაგებენ პროდუქტს ...) გვერდზე ზის ქალი და თქვენ საუბრობთ...უკვე მოიარეთ მთელი გალაქტიკა, რომანტიკის პლანეტარული სისტემა , სოციალური ქსელები, გაცვალეთ ტელეფონის ნომრები! უღიმით ერთმანეთს, მას ტუჩები ულაპლაპებს და თქვენ გგონიათ რომ ის ასეთი სექსუალურია!!!  არაააა!!!!!!!!!!!!!!!  აქ რომ მოდიოდა, ვაკეში ავტოსამრეცხაოსთან გიარა , ქროდა შემოდგომის ქარი.მას მიეწუწა სახეზე  ფეირის და წყლის ნაზავი........(ეს კერძო შემთხვევაა!!!) და ორივეს გგონიათ რომ ესაა  ის რასაც მთელი ცხოვრება ელოდით  (რაც პრინციპში მართალია .....)  მერე უცებ ეს ქალი დგება და გეუბნებათ...

.................წამოეთრიე შე ჩემა, აქ ამას ვერ ვიზამთ.......კოცნაობა არ მოგბეზრდა????სასტუმროში წავიდეთ! ფული რამდენი გაქვს?


და სამყარო  ისევ ფილოსოფიური დილემის წინაშე დგება......წამოეთრიე ჯობს თუ წამობრძანდი????????



ს. ნ . 2018



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები