ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
28 იანვარი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XV )

                                                                                                                          ***

    ოდნავ მოგვიანებით სხვა საკლასო ოთახებისკენ გადავინაცვლეთ, სადაც უფროს კლასელებსაც შევხვდით. თავშესაფარში სადაც ჩვენ ვიყავით ჩვილობის ასაკიდან დაწყებული, სრულწლოვან ახალგაზრდებმდე დამთავრებული ბავშვები იმყოფებოდნენ. კლასში შესვლისას ცოტათი დაიბნენ და ზედმეტი თავშეკავებულობით ცდილობდნე ჯერ ის გაერკვიათ თუ ვინ ვიყავი. თავშესაფარში ცხოვრების და არსებობის გარდა სკოლის საგამანათლებლო სწავლებებსაც უთმობდნენ დროს. ეს იყო უნიჭიერესი ახალგაზრდებით შემდგარი ერთი დიდი ოჯახი, რომლებზეც გაურკვეველი მიზეზებისდა გამო მათმა მშობლებმა უარი თქვეს მათზე. ყველაფერი სწორედ იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც აღსაზრდელს ყველაზე მეტი ყურადღება ესაჭიროებოდა. აღარ მაქვს საუბარი მათთვის გაცემულ სითბოსა და სიყვარულზე, რადგან მათ მშობლებს ეს გრძნობები ალბათ არ გააჩნდათ. თუ საქმე არ ეხება უკიდურეს გაჭირვებას გაუმართლებელია შვილის მიტოვება ბედის ანაბარად. იმ შვილის, რომლის სიცოცხლეც ღმერთმა საჩუქრად არგუნა შენს ცხოვრებას. ეს ახლად დაბარულ მიწაზე დათესილ ხის ნარგავს ჰგავს. თუ თავიდანვე არ მივაქციეთ ყურადღება, არ დავუსხით წყალი, არ მოვუარეთ სათანადოდ ის არ მოგვცემს იმ ნაყოფს, რისთვისაც ამხელა შრომა გავსწიეთ. თუ ბავშვის აღზრდას გულგრილად მივუდგებით ის ვერასდროს იქცევა ამ ქვეყნად შემდგარ პერსონად. მხოლოდ ოჯახური თანაცხოვრება არ არის ყველაფერი. პიროვნების ადამიანად ჩამოყალიბება ეს დიდი პასუხიმგებლობაა, რომელიც იმ დღიდან გეკისრება, როდესაც შენი შვილის ბაგეები პირველად წარმოსთქვამს სიტყვას -მამას ან დედას. ნეტავ ასეთი უგუნური ადამიანები წლებთან ერთად არ ნანობენ თავიანთ გაუაზრებელ ქმედებას?! ან ცხოვრობენ კი - ბედნიერად?! ვფიქრობ, რომ მხოლოდ ახლა, თუმცა, როდესაც სიბერე კარს მოადგებათ ის თან მოიტანს დროს, რომელიც მისცემთ საშუალებას კიდევ ერთხელ გადახედონ მათ განვლილ ცხოვრებას და სწორედ მაშინ მთელი არსებით ინატრებენ დროს, რათა ყველაფერი ახლიდან დაიწყონ. ეს კი არასდროს მოხდება. ეს ბავშვები კი იმდენს მიაღწევენ, რომ მთელი კაციობრიობა მათ გასაოცარ შესაძლებლობებზე ისაუბრებს. არ მეგულება მათში არც ერთი ადამიანი, რომლებშიაც სიბოროტის პატარა მარცვალი მაინც იქნებოდა. კი არ მჯერა, არამედ დარწმუნებული ვარ საკუთარი სიტყვების ჭეშმარიტებაში. ისინი აალაპარაკებენ ყველას ხოლო წლებთან ერთად, როდესაც კიდევ უფრო ჩამოიხვეწებიან ისინი იქცევიან სამაგალითო ქართველებად. ეს ორი უკიდურესობა იქნება განსხვავება მარადჟამ მათსა და მათ მშობლებს შორის. რაც უფრო განშორდება ადამიანი სიყვარულს, მით უფრო რთული ხდება მისთვის ცხოვრება. პასუხების ძიებაში ღმერთისკენ მიემართებიან არა და მიზეზი სიყვარულის არ არსებობაა მათში.

                                                                                                                          ***

  ალბათ მე არ ვეკუთვნი იმ სამყაროს, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, რადგან არ შემიძლია ვხედავდე ამდენ საკაცობრიო პრობლემებს და მის პარალელურად საკუთარი კეთილდღეობის ზრუნვით ვიყო დაკავებული. არ შემიძლია უგულვებელყო გარემოებები და მათ წინ ჩემი ინტერესები დავაყენო. თუ მე არ დავეხმარები სხვას, სხვა არ დაეხმარება მისი გვერდში მდგომს. იმას კი არ ვიაზრებთ თუ რა მოხდებოდა მათ ადგილას ჩვენ, რომ აღმოვჩენილიყავით?! ალბათ სიცივისა და შიმშილისგან სული ამოგვხდებოდა, რადგან გარშემო ყველა უგულვებელყოფდა ჩვენ. დიდი მნიშვნელობა იმას თუ რა ღირსეულად გავივლით ცხოვრების გზას, რადგან უკან თაობები მოგვდევენ, რომლებიც ჩვენგან სწავლობენ ცუდსა და კარგსაც. აი... რატომ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე! შესაძლოა ხშირად შევახსენო საკუთარ თავს, რომ მე მწერალი ვარ, თუმცა ალბათობა იმისა, რომ მე არ წამიკითხავენ ძალიან დიდია. მე არ წამიკითხავენ და შესაბამისად ვერც მიგრძნობენ. ვერც აღფრთოვანებას განიცდიან და არც ცრემლი ჩამოუგორდებათ ლამაზ სახეზე. ჩემთვის ხომ ეს არ არის მთავარი?! მთავარია, რომ ვწერო. ვაკეთო ყველაფერი ის რასაც სულ მცირე, რამოდენიმე ადამიანის ცხოვრების შეცვლა მაინც შეუძლია უკეთესობისკენ. ღმერთო ჩემო... მე ხომ არც კი მიოცნებია ამ ყველაფერზე?! ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. ჩემი ბედნიერება მეტი ღიმილია, მეტი ემოცია, მეტი სიყვარული, მეტი პატრიოტიზმი, მეტი სიკეთე.... ყველაფერი ის, რისი დანახვის შემდეგაც მართლაც, რომ ბედნიერი მოვკვდები. მინდა მცირედი წვლილი მაინც შევიტანო. მინდა ემოციებად გარდავიქმნა ადამიანთა სახეებზე და სწორედ ამიტომაც ვწერ იმას რასაც ახლა ვწერ. სანამ არ ვნახავ სამყაროს უკეთესობისკენ მიმავალს, იქამდე არ გავჩერდები. თუ დაჭირდება სათითაოდ ჩამოვუვლი ყველა ადამიანს და ძლიერად შევანჯღრევ მათ. ვეტყვი, რომ გამოფხიზლდნენ ამ წყეული სიბრმავისგან. ვეტყვი რომ მიმოიხედონ  გარშემო და დატკბნენ იმ სამყაროთი, რომელიც ასე მშვენიერია. თბილი მოკითხვითა და ჩახუტებით ბოლო მოეღება ყველაფერ ცუდს. ეშმაკი კი აღმოჩნდება იქ სადაც მისი ადგილია, ხოლო ადამიანებს შეეძლებათ ბედნიერად განაგრძონ ცხოვრება დედამიწაზე. ნუთუ ეს ასე რთულია? ნუთუ ასე ძალიან არ გსურთ მშვიდად ცხოვრება? მეტი უნდა ვიფიქროთ მომავალ თაობაზე, რომლებისთვისაც მისაბაძ ადამიანებად უნდა ვიქცეთ. ყველაფერი მხოლოდ ჩვენგან გამოდინარე ხდება. ჩვენ განვსაჯეთ უფალი, ჩვენ წამოვიწყეთ ომი, ჩვენ გავასამართლეთ მწერლები, ჩვენ დავწვით ისტორია.  ეს ადამიანებმა გავაკეთეთ, რომელზეც დაუნდობელი და ამავდროულად დიდსულოვანი არსება, მე არ მეგულება არსად. ხშირად იფიქრეთ საკუთარ შეცდომებზე და მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედეთ. შინაგანი სისუსტეების დანახვისას მგონია, რომ აღარავის განკითხვის სურვილი აღარ გექნებათ და ერთადერთი ნამდვილი იმ წუთას, ეს თქვენი სინანულის ცრემლი იქნება თქვენსავე ხელზე დაცემული. მე შესაძლოა არ ვარ სამაგალითო ადამიანი სხვებისთვის, მაგრამ შედარებით უფრო ახლოს ვარ ღმერთთან ვიდრე სხვები... და მხოლოდ იმას ვწერ, რასაც მასთან პირისპირ დიალოგისას განვიცდი. ეს არის მღელვარებითა და სიყვარულით სავსე ფრაზები. სწორედ მაშინ გული ისე ძგერს, როგორც არასდროს, არსად და არავისთან. ფიქრი ამ ყველაფერზე და შეუპოვრობა სამყაროს შეცვლისკენ ეს მშობლის დამსახურებაა. პატარა, რომ ვიყავი დედა ხშირად მესაუბრებოდა ადამიანობაზე, ღმერთზე და სიყვარულზე. უნდოდა იმ ადამიანებს არ დავმსგავსებოდი ვინც მამა მომიკლეს. ამიტომ არ არსებობს ჩემთვის ისეთი გზა, რომელიც ნანატრ წარმატებამდე არ მიმიყვანს. არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც შემაშინებს თავისი სირთულეებით. სულ სხვა მიზნები და შეხედულებები მამოძრავებს და ვფიქრობ დედას შეუძლია მშვიდად იყოს იქ, სადაც ის ახლაა. დედის მონატრება მაგრძნობინებს იმას, რასაც აქ მყოფი ბავშვები განიცდიან. ზოგს მშობელი ცოცხალი ჰყავს. ზოგს არა, თუმცა გვერდით მათ მაინც არავინ ჰყავთ. ამის გაფიქრებაზე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და საკლასო ოთახიდან გავედი. რა დროსაც ნანკა ფეხდაფეხ გამომყვა. გარეთ გასვლისას კარებს მძიმედ მივეყუდე და ძირს ჩამოვჯექი.
-რა გემართება?-მკითხა მან.
-...და რა არის შენი აზრით სიყვარული?-გვერდით არც გამიხედია.
-სიყვარული არის ისეთი, როგორც შენ გინდა.
-შენთვის რა არის სიყვარული?
-ჩემთვის ის მუდმივი ბედნიერებაა.
-მაშინ რატომ გაურბიან ადამიანები ამ ბედნიერებას?
-ალბათ იმიტომ, რომ მათ ცხოვრებაში იმდენად მოულოდნელად და მარტივად მოვიდა ეს გრძნობა, რომ დაჯერება უჭირთ.- ჩემს წინ ჩამოჯდა და ღიმილნარევად თვალებში ჩამხედა. -შემდეგ კი ილუზია იმისა, რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ წინ ელით ჭეშმარიტ სიყვარულს კარგავენ.
-როგორ უნდა მიხვდე, რომ ის ნამდვილია?
-ჩვენ არ შეგვწევს იმხელა ძალა, რომ ამას მიხვდეთ, თუმცა გული ხომ არასდროს ცდება?!
-ანუ?
-გულს უნდა მოუსმინო. სიყვარული არ არის გამოცანა,რომ მიხვდე. ის უნდა იგრძნო..სულ ესაა.
    ფეხზე წამოვდექით და სანამ საკლასო ოთახს დავუბრუნდებოდით ჩემთვის გამეღიმა. ის ზუსტად ისე ფიქრობდა, როგორც მე. მგონია, რომ ჩემთვის სიყვარული უკვე დიდი ხანია აღარ რჩება გამოცანად, თუმცა ზუსტად არც ეგ ვიცი. ფაქტია ერთია, რომ ეს გოგო რაღაცნაირად მხიბლავდა თავისი ამოუცნობი ხასიათით. ღმერთს მადლობა, რომ მაშინ, როდესაც ქუჩაში უაზროდ ამეკიდა ხელი არ ვკარი და მის შეუპოვარ ხასიათს შევეგუე. ვაღიარებ, რომ ადამიანების ცნობა არც ისე კარგად შემძლებია და ზედმეტად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში. ახლა კი ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი გოგონა ჩემში საოცარ გარდასახვებს იწვევს. კიდევ უფრო მეტ ცვლილებებს უკეთესობისკენ.


                                                                                                                  (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები