ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2017


შ ე ნ ი ხ ე ლ ე ბ ი

იმედმა სევდა წამოიცვა როგორც მუნდირი,
გაიაფებულ სილუეტებს, დამღა უბირის,
ფოთოლგაცვენილ ,ტყეს შიშველა, მკერდი უცინის,
შობა–ახალ წელს, დაუმძიმდა ჭრელი ხურჯინი.
მზე შუბისტარზე აიწევა, თბილი ნათებით,
მერე აპრილი, თეთრი კაბით შემოენთება,
იქნება ყველგან ველურ იის შემოფეთებაც
და მეც მექნება, შენთან სულის შემოკედლება.
ახლა კი, ახლა,სწორედ ახლა მითხარი შენ რომ,
ახალი წელი, შობა,  სწორედ  შეგვეფერება,
შენი ხელები, მოხვალ, თბილი შემომეხვევა
და ჩვენ,  სამყაროს მთელი სიტკბო დაგვებედება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები