ნაწარმოებები



ავტორი: ყირიმელი
ჟანრი: პროზა
30 დეკემბერი, 2017


გველის გესლი (თავი4)

    გიორგის დედას ნატალია ერქვა, ერთ დღეს, როდესაც იგი მარტო იყო სახლში და ვახშამს ამზადებდა, კარების ხმა მოესმა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იფიქრა, გიორგი დაბრუნდაო და კვლავ განაგრძო სამზარეულოში ფუსფუსი. ერთ წამს როდესაც იგი უკან შემოტრიალდა შეშინებულს ყაფა ძირს დაუვარდა. შეჰკივლა და პირიდან ეს სიტყვები ამოუშვა:
- გთხოვთ არ გინდათ!
    მის წინ  ნიღბიანი საშუალო სიმაღლის, ახალგაზრდა, ტანმორჩილი მძარცველი იდგა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, რაწამს მან დაინახა ქალის რექცია, ყურადღება არც კი მიაქცია და დაჟინებული ტონით უბრძანა:
- დროზე ფული მომეცი, ქალო !
    აკანკალებულმა ნატალიამ მაშინვე მოიძრო ხელიდან ქორწინების ბეჭედი, საფულიდან ორას ლარამდე თანხა ამოიღო და აგრესორს მაგიდაზე დაუდო. ნიღბიანმა შეხედა ნაძარცვს და გიჟური სიცილი აუტყდა, თუმცა წამიერად და შემდგომ კვლავ განაგრძო:
- ძალიან კარგად ვიცი შენი საქმიანობების შესახებ, ტყუილს აზრი არ აქვს, შენ ბევრი ფული გექნება, აბა ტყუილად ხოარ ივლი თურქეთში ტანსაცმლების სავაჭროდ? - პაუზა - მთელი მოგება მინდა, სწრაფად! არ გესმის? - დაუღრიალა ქურდმა.
    შეშინებული ქალი მაშინვე დაფაცურდა, საძინებელში შეირბინა, მძარცველიც მიჰყვა. იქ ბალიშის პირიდან 5 ათასი ლარის ოქროულობა ამოიღო და ბიჭს მისცა. ნასიამოვნებმა ნიღბის შიგნით ჩაიღიმა და ქალს მიუგო :
- მადლობა ნატა დეიდა, მშვიდობით ! - მოტრიალდა თუარა მძარცველმა გულში სიცივე იგრძნო, რადგან მიხვდა რომ დიდი შეცდომა დაუშვა. მას ასე არ უნდა მიემართა გიორგის დედისთვის, იმიტომ რომ ასე ნატას მხოლოდ თავისი შვილის უახლოესი მეგობარი კახა მიმართავდა და ქალი მას აუცილებლად იცნობდა. ინანა თუმცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო.
    ნატალია ამ სიტყვების გაგონებისთანავე გახევდა, გაინაბა, შეკრთა, მძარცველის მიერ ნათქვამი სიტყვები გულის სიღრმეში ჩაწვდა. მან იგი იცნო.
    იქნებ ვერ გაიგო? იქნებ ვერ მიცნოს? მოდი წავალ, მაგრამ თუ მიცნო? ამ შემთხვევაში ცოცხალს ვერ დავტოვებ - გაიფიქრა, ეს ყველაფერი, ნიღბიანმა და მსხვერპლისკენ შემოტრიალდა, უნდოდა დარწმუნებულიყო თავის ფიქრების შეცდომაში.
    ნუთუ ის არის? ნუთუ მან ეს გაბედა? როგორ იკადრა? მე ხომ მას შვილივით ვზრდიდი ! - ასეთ ფიქრებში იყო ნატალია გართული, რომ მან თავისივე საუბედუროდ ემოციური სტრესის ფონზე გამოუსწორებელი შეცდომა დაუსვა -  კახა ეს შენ ხარ?
    გაორებულ მძარცველს მხოლოდ ერთი ნაპერწკალი აკლდა იმისათვის, რომ აფეთქებულიყო და ნატალიას სიტყვებიც სწორედ ნაპერწკალივით მოხვდა ბომბს და იგიც აფეთქდა.
    თავდაკარგული ნიღბიანი მივარდა სასოწარკვეთილ ქალს და ცამეტჯერ დაარტყა დანა, როდესაც დარწმუნდა, რომ ნატა უკვე მკვდარი იყო, თავზარდაცემულმა ნაძარცვს ხელი დაავლო, ბინიდან ჩუმად გამოვიდა და ლიფტში შეიმალა. სანამ კახა მეცხრე სართულიდან პირველზე ჩავიდოდა, მოწესრიგდა : ნიღაბი მოიძრო და გადამალა, ნაძარცვიც შეუმჩნევლად შეინახა და ახლა ტელეფონს დაუწყო ძებნა, თუმცა ვერსად იპოვა. სახე დაეჯრანა, როდესაც გაიფიქრა, რომ შესაძლოა ტელეფონი მოკლულის ბინაში დავარდნოდა, ახლა მიბრუნება და აღება სარისკო იყო, რადგან საღამოვდებოდა და გიორგიც წუთი-წუთზე უნდა დაბრუნებულიყო შინ.
    კორპუსის სადარბაზოსთან პროდუქტის სავსე ცელოფნებით დახუნძლულ გიორგის შეეჩეხა. შემხვედრს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა.
- კახა წამოდი ჩემთან ავიდეთ, დედაჩემი რამეს მოგვიმზადებს და ცოტა ჩავუსხდეთ დავლიოთ!
    მკვლელმა გაანალიზა, რომ თუ უარს ეტყოდა და დაიმალებოდა ეჭვს მასზე მიიტანდნენ, ხოლო თუ თან გაჰყვებოდა, ამ ყველაფერს თავიდან აირიდებდა. თუ სახლში კახას ტელეფონს იპოვიდნენ პოლიციისათვის ყველაფერი ნათელი გახდებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა თავის მეგობარს აჰყოლოდა ბინაში და მობილური ჩუმად აეღო, რის შემდეგაც მასზე ეჭვს ვეღარ მიიტანდნენ.
    შევიდნენ სადარბაზოში და ლიფტის აუყვნენ, გზაში გიორგი კახას ელაპარაკებოდა, თუმცა მსმენელს არაფერი ესმოდა რადგან თავის გასაჭირზე ფიქრს ვერ წყვეტდა, მისი ერთადერთი მიზანი ტელეფონის შეუმჩნევლად აღება იყო. მეგობრის უჩვეულო ქცევით გაკვირვებულმა გიორგიმ ბოლოს უთხრა :
- ცუდად ხომ არ ხარ? მოიცადე ავალთ მალე სახლში და დედაჩემი კარგ ცხელ ჩაის დაგალევინებს, ალბათ გაცივდი.
    ამ სიტყვების გაგონებისას კახას თავისთვის ირონიულად ჩაეღიმა და გაიფიქრა : დედაშენი ვეღარასდროს მოამზადებს ჩაის მეგობარო!
    მოვლენები კმვლელისათვის სასიკეთოდ წარიმართა. გიორგი განწირული ყვიროდა:
- მიშველეთ ! მიშველეთ.... დედაა.... მომიკლეს....
      კახამ ტელეფონი მალევე იპოვა, გიორგის მივარდა და უთხრა :
- წავალ პოლიციას დავუძახებ და შემდეგ მკვლელს დავუწყებ ძებნას - თქვა თუარა წამოხტა და ბინიდან გავარდა.
    რამდენიმე წამში გიორგის განწირული ყვირილით დაფაცურებული მეზობლები უკვე მოკლულის ბინაში იყვნენ და ხედავდნენ საშინელ სურათს, რომელიც გველის გესლივით უწამლავდათ გულს.
    რაც შეეხება კახას, იგი თავის ნაძარცვთან ერთად გაიქცა და მას შემდეგ არარასდროს გამოჩენილა, მაგრამ ხმები დადიოდა, რომ თურმე კახამ საზღვრის გადაკვეთა მოასწრო და რუსეთში გადაიხვეწა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები