ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2017


შ ე ნ ი ა ნ ა დ მზე და დარი

მზე და დარი შ ე ნ ი ა ნ ა დ


ჩემი ბაღის, ველურ იებს, დასთამაშებს ქარი,
ისე ფრთხილად, ისე გრძნობით, როგორც, მზე და დარი,
როგორც ზეცას, ღრუბლის თბილი, თეთრი ფთილა ბამბის,
გრძნობიერად დაფერფლილი, სულთან, ახლოს მდგარი.
ქარი ცელქი, ცელქი ქარი, ზოგჯერ მშვიდიც, ჩქარიც.
მთვარე სრულად შევსილია, ცას ვარსკვლავებს ბარდნის,
ჩემგავ არც შორს და არც ახლოს გზა, სავალი ადლის,
ცაზე დადის გაჩენიდან ნელა ჩათვლით ამ დღის,
მეც იქ მიწვევს ათევს ღამეს, ითვლის წამებს, განცდის,
უცნაურად მიმიჩნია, რაღაც სხვაგვარს მადრის.
მთვარე ცივი, უკარება, ფიქრს, ხან, რომ არ მაცლის,.
თითქოს, არცრა უხარია, მოჰგავს დარდით დაცლილს,
მაინც, ღიმილს არ იშორებს, გულს მთავაზობს ნამდვილს,
ვარსკვლავები გარს ეხვევა, დიდ ხელმწიფეს ღამის.
მისი მზერა მსგავსი არის, თვალზე მომდგარ ნამის,
მეჩვენება სული დავრჩი, ყინულივით დავდნი,
დედამიწელს აღარ ვგავარ, ძველ ცხოვრებას ავცდი,
მეც ყველაფრის შემძლედ ვიქეც, დარდიც არ მაქვს რამის,
ცაზე მთვარე მელოდება, სასთუმალით წაწლის,
წამი წამში გაილევა, გზა მაქვს მოკლე, ჩქარი,
სნეულს ისე ჩამიხუტებს, ნაცვლად მკურნალ–წამლის,
გრძნობებისგან ერთხელ კიდევ, სამუდამოდ დამცლის.
ობოლ ველურ იებს, ნეტავ, ამ დროს ჩემი ბაღის,
თუ უცინის, ცელქი ქარი, თუ აქვთ მზე და დარი.
არაფერი დარჩენილა, რაც კი შეცვლის ნამდვილს,
ქარი თავზე დამზუზუნებს, ონავარი ჩქარი.,
მომენატრა შენიანად, მზე, შობა და დარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები