ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: საბავშვო
2 იანვარი, 2018


** ** **

მოიწვია  სანტა ლუკამ,
ყავა თვითონ  მოუდუღა.
ზღაპრის გმირებს აცნობს: კომბლეს,
ასფურცელას, წითელქუდას.

ნაძვის ხის ქვეშ კოხტად მოჩანს
კოხტა  პაპის ჭრელი ბოხჩა,
სტუმარს უყეფს კლერმან- ბიჭი
ბეწვი ბრაზით აექოჩრა.

გაუცივდა სანტას ყავა,
მაგრამ განა დაენანა.
მიირთვა და გარეთ, თოვლში
ხელი, პირი დაიბანა.

მერე ლუკას  უთხრა ასე:
- გამაყოლე ამ შორ გზაზე
ერთი ლექსი ან სიმღერა,
ქართული  ხმის სილამაზე.

და  ასწია  ლუკამ ჭერი
ტკბილი  ,,მრავალჟამიერით"!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები