| ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 იანვარი, 2018 |
პირველი იანვრის მზე ამოდის ქეროლ, ირგვლივ კი მაინც ბნელა, ზამთრის მზე ცოტათი ანათებს, მაგრამ საერთოდ არ ათბობს. რა თქმა უნდა თოვლი არ მოსულა, ვიცი ახალ წელს მარტო შეხვდი ქეროლ, ყოველ წელს არის ვიღაც, ვინც ახალ წლამდე იმედებით გავსებს, ცხოვრების ხალისს მოკლე ვადით მაინც გიბრუნებს, მოკლე ვადით გაჯერებს ახალი წლის იმ ჯადოსნურობას, რისიც 3-4 წლის ასაკიდან აღარ გჯერა. მაგრამ მაინც მარტო ხვდები, მარტო ითვლი წამებს უკუღმა, რას იზამ... ალბათ ეს დღესასწაული ყველაზე რადიკალურია, ან ძალიან გიხარია, გაბედნიერებს ან პირიქით ყველაზე სევდიანი გამოდგება ხოლმე... ნაძვის ხეზე ნათურები ბჟუტავს, საოცრად მშვიდად, შენ კი მარტო ზიხარ მაგიდასთან და შამპანურის შუშხუნთან ერთად მეზობელი სახლებიდან ჟრიამულის ხმა გესმის. დღესაც რა ტყუილად ჩაიცვი ლამაზი კაბა, თმებიც დაიხვიე. არადა მაინც როგორ ელოდი, იცოდი რომ არავინ მოვიდოდა, მაგრამ მაინც იმის გჯეროდა, რომ ახალ წელს სასწაულები ხდება. ალბათ ასეა ქეროლ, ალბათ... შენ ხომ ყოველ წელს სიყვარულს გეფიცებიან, ყოველ წელს რაღაც ძველს ან ახალს გპირდებიან, შენც, ისევ ისეთი აღტაცებით და მოლოდინით თუ არა, გულის სიღრმეში მაინც იტოვებ ხოლმე იმედს, იმედს რომ სადღაც შორს არსებობს მარხილებიანი, დიდი თოვლისფერი წვერით, ბაბუა, რომლიც ყველას, ყველას უსრულებს ნატვრას. უკვე პირველი იანვრის დილაა, იმ მცირეოდენმა შუქმა, რომელიც მზემ ასე ხელმომჭირნედ გამოგიზავნა, ნათელი მოჰფინა შენს ყველა გაცრუებულ იმედს.... ასეა ქეროლ, დღესასწაულები ბავშვობაში და ბავშვურ გულებში რჩება მხოლოდ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. Знаешь? никто не придет. ფარდებს აქით გაცილებით სჯობს. Знаешь? никто не придет. ფარდებს აქით გაცილებით სჯობს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|