ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2018


ჭეშმარიტად

დღეს რაღაც ბოზური ღამეა,რა ვიცი,
ძილი არ მოფორთხდა ლოგინთან არაფრით,
ქუჩები კაშკაშა სინათლით აიცრა,
სხეულს კი შემორჩა აცრილი კანაფი.

მახველებს.ქუხილი ბანივით შემოდის,
ოთახში რომელიც ტკივილებს იზომავს,
როდესაც ათასი ჯანმრთელი შენობა,
დავლანდე კადრში და ეს ტელევიზორიც,

მე მგონი ვერ იტევს ბოლო დროს დენსაც და,
რას აღარ განახებს ცხოვრების ეკრანი,
წუხელის სიკვდილი იმდენ ხანს მეცადა,
რომ ბოლოს კისერთან ჰალსტუხით შევკარი.

მახველებს. ქუხილი ეჩვევა ორგანიზმს,
სიბნელე ტაძარში დგომას ჰგავს,შერისხვას,
იმდენად ბოზური ღამეა, რომ ლამის,
კისერზე შემჯდარი შვებაც კი შევიხსნა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები