შორეული ნისლიანი განთიადი, ცხრა ციხე და ცხრაკლიტული, ათინათი, ამ სარკმლიდან არეკლილი ნამის ნამი, წვეთებს მიღმა, ვით დასჯილი ამირანი, ღელავს სული, ობოლ-კრული, დანისლული, დათრთვილული, სატრფოს ძებნით დაბინდული, გარინდული, დათბილული ან დროებით გაყინული... ნაცრის ნაცრად დანაცრული და კრული, ნამის ნამად ძველი ცოდვა დაკრული, გულში ქრისტე, მუდამ ჯვარზე გაკრული, საღამოთი, მწუხრის ლოცვა, ქართული. დილას ისევ აღსარება, გაკრული... და ეს ლექსი... და გაკრული ქართული...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|