ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: იტაჩი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2018


ბოლო გასეირნება

როგორც იქნა გამოვჩრდილდი სარკმლებიდან,
ცხედარი კი აკლდამაში წევს.
მეგობრები ჭირისუფლებს აკლდებიან,
ორმოც დღეში იპარსავენ წვერს.

ყველას თავის ტკივილები სტკივა
დედა ზის და თეთრ ტანსაცმლებს ხევს.
რომ ვბრუნდები, დავინახო ღირსიც კი ვარ,
სისხლნაფიცი ხორცს, რომ ჰკიდებს ხელს...

მიხარია, დამივიწყეს, მედიდურად,
რომ ჩემს ხსოვნას აუარეს გვერდზე.
მხოლოდ, დედის ყელზე გარდაცვლილ ჩემს სურათს -
ხელმეორედ მივაკვდები მკერდზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები