ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2018


***

ზეცას შეხედეთ, მზის სამოსელს ირგებს საუფლო, 
შეხედეთ, მზერით ააცილეეთ ცამდე ვედრება,
ლოცვად განასკვეთ ცისარტყელას შვიდივე სიმი,
იწამეთ მიწა იავნანას მქარგველ დედებად.
გაშალეთ ია, ააყვავეთ ცისკარზე ვარდი
მწუხრის გალობას ააყოლეთ გაზაფხულის ხმა,
ყოველი წუთი გააგიჟეთ ისე ვით მარტი
მორჩილი სიო გარდასახეთ ვნების ქარიშხლად.
გამოადარეთ, ახალი მზის ახალი კაბა
სულზე მოირგეთ მსუბუქად და სტანდარტულ ზომად,
ურყევი რწმენით კიდევ ერთხელ შეხედეთ ცას და
ასწიეთ ფრთები... ხედავთ?-კვალიც... ვიფრინოთ სწორად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები