ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: მიშო.დადიანი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2018


***

აი ეს არის უმცირესობა.
სხვა მეტია ჩემში ვიდრე მე.
ვინც გაიარა ლამის ყველა ჩემში დასახლდა.
ზოგი იმდენად არ მგავს რომ ვეღარ ვანსხვავებ.
და იმ სიმშვიდით იკვებებიან
რაც დამრჩა შენთვის რომ გადავმალე.
მიაგნეს და დაიტაცეს
როგორც სისხლიანი ხორცი
აყმუვლებულმა ძაღლებმა.
ეხლა რა ვუყო ამდენ სახეს,
რა ვუსაშველო,
ერთმანეთის გადასარჩენად შეგროვებულებს,
ერთმანეთის დასაღუპად.
ერთხელაც ყველას ერთად შევკრებ
და ჯანდაბის იქით მოვისვრი.
მაგრამ იმ სიცარიელის მეშინია
მათი გაქრობის მერე რომ რჩება,
რადგან სახლი ვარ უსაშველო, დიდი, ლამაზი,
და სივრცეების უკმარისობას მოტეხილი ფრთებივით ვიქნევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები