ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ბ.გ
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2018


.....

ქალი საუცხოო ტუჩებით
ტრფობის რომ არა იცის რა,
მე ჩემთვის ვზივარ კაფეში
მან გვერდით ჩამოიარა...
გულის ფანცქალი ხომ იცით?!
წუთში ხუთასჯერ მფეთქავი,
ხმის იოგები ჩამიწყდა
არაფრის მქონდა მე თავი.
სინაზე იისფერისა
ყელი აქვს თითქოს ნაქარგი,
ასეთ მშვენების მნახველი
ფიქრი მდიოდა ავ-კარგი...
თითქოსდა ჯაჭვით დავები
სულ აიხლართნენ აზრები,
გავერთე რომანტიკაში
ამით ჩემს თავზე ვბრაზდები!
წავიდა იგი,როგორცა
გაზაფხულს წვიმისა თქეში,
დამტოვა ვითომ ცოცხალი
თავს კი ვგრძნობ ვითარც ლეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები