ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2018


ტიმჩენკოს ნახატი ,,არყის ხეები,,

ესენინის არყის ხენი
შენი ფუნჯით გაცოცხლდა,
და ელვარე ვერცხლის სხივი,
კენწეროში აცოცდა.
ირგვლივ თოვლის მდუმარება,
მხოლოდ არყის ხეები,
და ვერცხლისფრად მოელვარე,
არეკლილი დღეები.
სიქათქათემ თვალი მოჭრა,
მზეს თავი აქვს დახრილი,
ხეებს შორის ზოლად  გასდევს,
ნაკვალევი მარხილის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები