ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ბენიამინი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2018


ციური სხეული - სიყვარული

მე არ ვიცი როგორია
სიყვარული,
შელახული თუ ძირგამომპალი,
კვაზი ოცნება უფრო მსუბუქია
ვიდრე ნანატრი კეთილდღეობა.

ღია ფანჯრიდან ჰაერი გამყავს
ღამის ჩრდილებში,
და შენ ხმასთან ერთად ვმარხავ,
საცდელი მაუწყებელივით
რომელიც აღწევს ჩემამდე,
ეს არის ისტერიული ეგზოთერიკა...

ხელები არაფერს ცვლის,
სიცარიელეს ავსებს სიცარიელე,
გრძნობის მაგნიტი განიზიდავს
ჩვენ სხეულებს,
ადამიანები მარსზე სიყვარულს პოულობენ,
მე გულში, აორთქლებულ ცრემლებს -
რომელსაც იკვლევენ მეცნიერები...

გალაქტიკის მეორე მხარემდე მანძილი
66 000 სინათლის წელიწადია,
და მე არ ვფიქრობ შენზე,
როგორც ჩემგან უკიდურესად მყოფ
ციურ სხეულზე...

გამოუძინებელ თვალებს
ალიბი ატყვია ნატყვიარივით,
რობოტ მიგრანტებს,
ფულს უხდიან,
მარტივ მამრავლებად დაშლაში,
მე ისევ მცემენ
პოლიციელი რობოტები,
მაგრამ ტკივილისგან
გინების ნაცვლად,
შენ სახელს ვყვირი...

ვარსკვლავ Kic8462852 -ზე
უფრო მეტი სინათლეა
ვიდრე ჩემში,
როგორც მეოცნების სხეულში...

ერთჯერადია, ყოველი დღე
როცა ვერ გპოულობ
და შავი ხვრელის იდუმალებით
სადღაც ვიკარგები,
არსად აღარ ვარ.
არსად სადაც
უნდა ვყოფილიყავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები