ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2018


ვერ გადავურჩი

მზე გეღვრებოდა თვალებიდან, მტოვებდი მაინც...
წვიმდა და თოვდა, თუმცა ცრემლი ცეცხლს ვერ გიქრობდა,
მე ვიხსენებდი უცოდველ და უცდომელ მაისს,
შენ მიდიოდი –    ნატყვიარი გული მიგქონდა.

ვერ მისახიჩრებ ვერც ერთ განცდას, რაც იშვა იმ წამს,
ლექსად რომ გექცა ჩემი მზერა, იების  ფერი,
წახვედი, მაგრამ ნაბიჯები არ აჩნდა მიწას,
გულზე დამაჩნდა სათითაოდ და მთლად დაფერფლილ

სიყვარულსა და სინანულზე ატირდნენ სადღაც,
სიშორის ქოლგა გავშალე და განვაგდე განცდა,
უპოეზიო მარტოობით, რომ გაჩნდა სულში
და სიყვარულის სიხარული ჩემს გულში აღსდგა–
ვერ გადავურჩი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები