მთელი ზამთარი ავად ვიყავი. სითეთრე მჭირდა. სულ აღარ ვჩანდი. არც მადა მქონდა. ამინდი მინის ჯამში სიჩუმეს მიხარშავდა და მეც, ბალიშზე თავმიდებული, უიმედოდ ვიღეჭებოდი.
კარი ჭრიალით იღებოდა და იხურებოდა. ქარს მიჰყვებოდნენ და მოჰყვებოდნენ მნახველებიც... და ერთ დღესაც, თებერვალმა, ნაკიანმა რომ მომაკითხა, თან სურწყუნისის გულუბრყვილობით თოვლი და ჭყაპი რომ მომიკითხა, იმ მოსაკითხს მოჰყვა მირკანიც. მარტმაც თავისი მითხრა სათქმელი და აპრილმა, ნალბანდიანმა, თვალწინ ამინდი რომ ამითქორა, ერთბაშად ავყვავდი. ავდექი და ყელი მოვიღერე... და ისე, თითქოს არაფერი, თანაც ყველაფერი, ყველა შიში და მორიდება, ნარჩენები ავადმყოფობის, გაზაფხულის პირველ წყალდიდობას გავატანე.
თავი სიმღერებით გარეთ გავიტანე... ნარჩიტები და ჩიტბატონები, საქალბატონე ყოჩივარდები, ყველგან ფერადი სიზმრები იყვნენ. მეც წითლად მიღუოდა ლოყები... ზამთრისპირს კი თეთრად დამხვდა მთელი ცხადი გადაპენტილი. უცნაურად ბუტბუტებდნენ სოფლის ქალები. ნასიზმრალ ბუჩქზე შეებათ ჩემი სიცხიანი სიყვარული... გადამილოცეს ალისფერი „ბატონები".
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რა უცნაურია. აქ კიდევ უნდა დავბრუნდე. საინტერესოა ძალიან.
რა უცნაურია. აქ კიდევ უნდა დავბრუნდე. საინტერესოა ძალიან.
12. დიდი მადლობა, მელ.ზ, უმა, თანანა. მიხარია თქვენთან ერთად აქ.:-* მადლობა, თებერვლის თვისთვის, ურაკ! დიდი მადლობა, მელ.ზ, უმა, თანანა. მიხარია თქვენთან ერთად აქ.:-* მადლობა, თებერვლის თვისთვის, ურაკ!
11. პოეზიით სუნთქავს ყოველი სტრიქონი, მომეწონა ეს "თავის სიმღერებით გარეთ გატანა"... 5 პოეზიით სუნთქავს ყოველი სტრიქონი, მომეწონა ეს "თავის სიმღერებით გარეთ გატანა"... 5
10. რაღაცნაირი ძალა წამოვიდა ჩემკენ... +5 რაღაცნაირი ძალა წამოვიდა ჩემკენ... +5
9. ძალიან მომწონს..
გაზაფხულზე მოვალ ისევ, წასაკითხად:)
5!
ძალიან მომწონს..
გაზაფხულზე მოვალ ისევ, წასაკითხად:)
5!
8. მადლობა, ურაკელებო, ყველა სიტყვისთვის!..
მადლობა, ურაკელებო, ყველა სიტყვისთვის!..
7. ვისიამოვნე ნაწერით ვისიამოვნე ნაწერით
6. მერე რა რომ, შენ გოგო-გაზაფხული ხარ და მე გოგო- ზამთარი , სიზმარ-ცხადი მაინც ფერადი უნდა გვქონდეს <3
მერე რა რომ, შენ გოგო-გაზაფხული ხარ და მე გოგო- ზამთარი , სიზმარ-ცხადი მაინც ფერადი უნდა გვქონდეს <3
4. მომეწონა, უფრო სხვა სათაური მოუხდება. მომეწონა, უფრო სხვა სათაური მოუხდება.
3. ლამაზი იყო სიცხიანი სიყვარული... ლამაზი იყო სიცხიანი სიყვარული...
2. არის რაღაც რისთვისაც მომეწონა კიდეც. წარმატებები. არის რაღაც რისთვისაც მომეწონა კიდეც. წარმატებები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|