ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2018


***


უნდა დავხატო მალთაყვის საღამოები:
წარმოსახვითი ხიდი,
რომელზეც მხოლოდ ზღვაური გადადის,
თუჯის შუქურა,
მარად ღამენათევი და ჩაწითლებული თვალით რომ გასცქერის შორეთს გზააბნეული გემების მოლოდინში,
ახალი ბულვარი, რომელზეც ქაღალდის წეროები სხდებიან,
მახლობელი მთების კონტურები,
მზესთან გარიყული ქალთევზა...

მხოლოდ ქვიშაზე!..

შინ მიმავალმა ნაწილი რომ ტანზე ავისხა მისაკრავი მაგნიტებივით,
კოჭზე ჯაჭვი, ფილტვებზე - ღუზა.
დანარჩენი შენ დაგიტოვო,
შენ და მოქცევას -
ვიღაცამ ხომ უნდა წამშალოს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები