ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2018


ხევსურული ბალადა

ხევსურის გოგო ვიხილე
შვლის ნუკრისთვალებიანი,
არც ის მაკლებდა ღიმილებს,
არც მე მიქნია ზიანი.

იმასთან ცეკვა მეწადა,
ვაკეთე კიდეც ჩაკვრები,
იმის მარჯვენის ჭირიმე,
ვინც დაგვირწია აკვნები.

პირველ შეხვედრისთანავე
გულს გამიჩინა იარა,
სულმოუთქმელად დავცალე
თეთრ ღვინით სავსე ფიალა.

თუმც სევდით სავსე ვაჟი ვარ, -
მაცხოვრებელი ბარადა,
ტკბილ მოგონებად დამრჩება
ეგ ხევსურული ბალადა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  დრო მოვიდა ვულოცავთ დაბადების დღეს