ნაწარმოებები



ავტორი: თ ო რ ნ ი კ ე
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2018


ძილინებისა

წაქცეულ შენობებს,
თვალს ავარიდებთ  მე და შენ.
როდესაც სასმელს ყოველ ღამით
ვუსინჯავ პულსს
და ნიკოტინი უფრო ხშირად 
მისინჯავს ნერვებს,
როდესმე წერასაც მოვრჩები
გათენებისას და ვიცი
ეს არიქნება არავის ბრალი.
უბრალოს შენ წახვალ
და დამიტოვებ სიტყებს...
თუ როგორ მოგბეზრდა
ყოველ დილით დალაგებული სახლი.
ფხიზელი მეუღლე და ღამით გამოძინება.
დაკუჭული ხასიათით გავალ აიავანზე
წელში  გამართული გიყურებ
როგორ მიდიხარ
და გამოხედვას უფრო ხშირად ტოვებ...
ტოვებ აივნის, მოაჯირზე და ჩემს თვალებთან...
ჰო შენ მიდიხარ...
ყოველი ამოსუნთქვა შენი ჩასუნთქით მთავრდება.
დღე გადის... შენ ბრუნდები
ბრუნდები გვიან...
მე კარებს გიღებ...
ყოველგვარი ჩახუტების გარეშე რჩები ჩემში!
ანთებ შუქვს...
წარსულს თაროდან წმინდავ...
და დაღლილი ხუჭავ თვალებს.
ძილინებისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები