ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 იანვარი, 2018


Emily Dickinson - New feet within my garden go (99)

ემილი დიკინსონი - ჩემს ბაღის მიწას სხვები ქელავენ (99)

ჩემს ბაღის მიწას სხვები ქელავენ,
სხვისი თითები არხევენ ბალახს
და მგალობელი  მჯდარი თელაზე
მარტოობისგან ატეხავს ჭახჭახს.

კორდზე თამაშობს სხვა ბავშვთა გროვა,
სხვა დაღლილთ სძინავთ წიაღში მოლის
და გაზაფხული კვლავაც შემოვა
და კვლავაც ზუსტი იქნება თოვლი!

9 იანვარი, 2018 წ.



ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poemhunter.com/poem/new-feet-within-my-garden-go/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები