ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2018


letter without addressee 2

თებრო...

თებ. ამ ქუჩაზე
არასდროს მოთოვს,
თებ. გულუბრყვილოდ
შენს თვალებს ვენდე...
ჩემი სიცოცხლე
ჰგავს ბოლო ფოთოლს,
რომ ვერ მოსწყვიტეს
ქარებმა დღემდე.

თებ. შენში, შენგან ვეღარ წავედი
ხოლო ეს ,,ახლოს“ ვეჭვობ შორია,
თებ. შენი მზერა, ბაგე მკლავები
ვით დაკარგული ტერიტორია...

თებ. უძინარის დამაქვს იერი,
თებ. რახანია აღარც ბედს ვჩივი.
რადგან შენს თვალებს სამაგიეროდ,
შევრჩები თითის ანაბეჭდივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები