ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2018


ცოდნა გენიოსობაა?!

არც ისეთი განათლებული ვარ, რომ ყველაფერი ვიცოდე და არც ისეთი უვიცი, არ ცოდნის რომ არ შემრცხვეს (ვინც არაფერი არ იცის, არ ცოდნის უხერხულობასაც არ გრძნობს) !.. სადღაც შუაში ვარ... ცოდნასა და უცოდინარობას შორის გაჩხერილი... გაჩხერილს ვამბობ, რადგანაც ეს ადგილი და მდგომარეობა სულაც არაა შესაშური, არც გამმაამაყებელი...
ზოგიერთები თავს გენიოსებად მიიჩნევენ ამა თუ იმ საკითხზე ელემენტარულ ცოდნას თუკი ფლობენ. მე კი პირიქით, მთრგუნავს ამგვარი ელემენტარულობა, საოცრად მამძიმებს ცოდნის ასეთი სიმსუბუქე... მამძიმებს, რადგან ასეთი ყოფნა იმ ჩიტის გასაცოდავებულ ფრენას გავს, რომელსაც რაღაც გარემოების გამო ერთი ფრთა მოსტეხია და დაღლის პიკს მიღწეული შეუდრეკელი მოთმინებით, საღი ნახევრით, მაინც ჯიუტად ცდილობს მოვალეობის მოხდას... სწორედ რომ მოვალეობის მოხდას გავს,  ჩემი და ჩემი მსგავსი ადამიანების, განათლებასთან შორიახლო სიარული. იმ მოვალეობისას, რომელიც საზოგადოების წინაშე გვაკისრია - " ისე ვისაუბროთ, ისე ვიმოქმედოთ, რომ ჩვენმა ნათქვამმა და ქცევამ ჩვენივე პიროვნება არ დააზიანოს." მრცხვენია ასეთი მოვალეობის... მრცხვენია და ვცდილობ... ვცდილობ ორი გზიდან ერთ-ერთი ავირჩიო: ან დავკარგო ის მცირედიც, რაც გამაჩნია, ანდაც... უფრო მეტი წიგნიერებით გავამდიდრო არსებული სიღარიბე... მე  მეორეს ვირჩევ...თანდაყოლილი ან შეძენილი "ქონების" დაკარგვას მის გაზრდას ვამჯობინებ!..
და თქვენც, ჩემნაირებო, ჩემზე ცოტათი ნაკლებებო და ცოტათიც მეტებო... თქვენც ვისაც გჯერათ, რომ გენიოსები ხართ, კეთილი გულით გირჩევთ ჩემსავით მეორე გზას გაყვეთ, მეორე - ხიფათებით დატვირთულ, მაგრამ შედეგიან, მზისთვალა ბილიკს! გაყევით და გამზიანდით, განათდით, განათლდით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები