ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ლევექ
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2018


ლევექ ავნერის წერილები ზილას

ქაოსი

თვეზე მეტია სტამბოლში ვარ. არც კი ვიცი აქ რისთვის ჩამოვედი. წლების მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ თავგზა ამიბნია, დაბნეული დავდივარ ერთი ადგილიდან მეორეში. ვიცი, რომ ვეძებ თუმცა არც კი ვიცი ვის ან რას. ზოგჯერ საკუთარი თავის მეშინია, იშვიათად მაგრამ მაინც ვზომავ, ვაფასებ ჩემს ნაბიჯებს და ყველაფერი რასაც ვაკეთებ რბილად, რომ ვთქვათ უცნაური მეჩვენება...

ყოველ დღე წვიმს, ქუჩებში უჩვეულო სიცარიელეა... წვიმა, თოლიები, ტრამვაი, მოლას ლოცვა, ნისლი, ზღვის ტალღები და უცნაური ხმა, რომელსაც ქალაქი გამოსცემს დიდ სიმფონიურ ორკესტრს ჰგავს, თითქოს რაღაც მუსიკას უკრავენ რომელიც საძილე ამბებივით მოქმედებენ და რეალობიდან სადღაც სხვა სამყაროში მიმარბენენ. მუსიკა მხოლოდ სიარულისას მესმის... ყოველ საღამოს, სრულად გალუმპული ვბრუნდები. წყლის ნაკვალევს ვტოვებ სასტუმროს კარებიდან ჩემს ოთახამდე. გუშინ დილით მოსამსახურე ბიჭმა ლურჯი შარფი მაჩუქა - თქვენ, რომ გიყურებთ ვხვდები სტამბოლი შეგიყვარდათ, შარფი კი იმედია გაციებისგან დაგიცავთო.

ძნელია ამ ქალაქში დაუფლებულ გრძნობათა გადმოცემა. ღამით, ღრუბლებს მიღმა მთვარე კი არა ქალღმერთი ჩანს, რომელიც ისე შემოგყურებს იძულებულს გხდის ძველ მოგონებებს მისცე თავი. დაღემებისთანავე ზღვის ნაპირას მდგარი „ქალწულის კოშკისკენ“ მივდივარ, ალბათ გსმენია მის შესახებ - ამ შენობაში ქურუმი ჰერო იყო გამომწყვდეული, მისი სატრფო ლეანდროსი კი ღამ-ღამობით ბოსფორის ტალღებთან ბრძოლაში იყო ჩართული გულისწორამდე, რომ მიეღწია. ჰერო სანთელს ანთებდა სატრფოსთვის გზის გასაკვალად, თუმცა ერთ დღესაც სანთელი ქარმა ჩააქრო, დილით კი ლეანდროსის სხეული ტალღებმა გამორიყა, ჰერომაც ზღვის ტალღებს შორის დაასრულა სიცოცხლე.

ადგილობრივების თქმით „სტამბოლის ყველაზე საშინელი ხედი ქალწულის კოშკიდან იშლება და ეს იმიტომ, რომ იქიდან თვითონ მისი სილამაზე აღარა ჩანს“. ყველაზე მშვიდად სწორედ აქ, ქალწულის კოშკთან ვგრძნობ თავს, ალბათ სიგიჟეა მაგრამ მე მგავს თითქოს - ერთ დროს ბერძნული შენობა, რომელიც მრავლჯერ იქნა შეცვლილი არა მხოლოდ ბერძნულია ან თურქული, არამედ ამ სრუტესთან განვლილი ასეულობით ისტორიის ამსახველია... მეც ასე ვარ, არეული, უცნაურად აზელილი, სხვადასხვა ფერის ქვისაგან აშენებული სახლივით, არც ცალკე აღებული რაიმე ებრაულია ჩემში და არც იმ რომელიმე ქვეყნისა სადაც მიცხოვრია, ალბათ ამიტომაც არ მიჭირს მშობლიური გარემო მოვძებნო ყველგან და არ გამიჩნდეს ნოსტალგიის მცირედი გრძნობაც კი.

სანაპირო სავსე იყო სხვადასხვა ზომის ნიჟარებით, გახსოვს ალბათ ბავშვობისას ასობით ვაგროვებდით, ერთმანეთზე ვაწებებდით და უცნაური ფორმის ქანდაკებებს ვაკეთებდით, დიდ მოქანდაკეებად მოგვქონდა თავი... ბავშობისას, ნიჟარიდან გადმოსული ზღვის ხმის ნაცვლად სტამბოლის ნიჭარებში სიცარიელის ხმა ისმის... სიბნელეში საათზე მეტ ხანს ვიდექი და ნიჟარიდან მომავალი სიციარიელს ხმას ვუსმენდი. მაშინ მივხვდი რომ ჩვენი - ყველა ადამიანის განვლილი გზა ამ ხმის მსგავსია, თითქოს მრავლისმომცველი მაგრამ იმდენაც მცირე და არაფრისმთქმელი, რომ მილიონობით ადამიანის ისტორია ერთ პატარა ნიჟარაში დაეტევა.

დღეს ამ ამბით უნდა მოვრჩე წერილს, ხვალ მეთევზეების გემს მიყვები ზღვაზე, იმედია გამოიდარებს და დამშვიდებულ ზღვაში მოგვიწევს ცურვა, მეთევზეები მაიმედებენ, რომ საშიში არაფერია...

და ერთი რამ - დილაობით საკრეში, რომ ვიხედები ჩემს გვერდით მას ვხედევად, თითქოს ისიც აქ არის და გაღიმებული იყურება... თუ გახსოვს იაფადან გამოგზავნილ წერილებშიც იგივე ამბავს გწერდი...  სტამბოლშიც, იაფას მსგავსად სასტუმროს აბაზანის ფანრჯიდან ზღვის ხედი იშლება და შესაძლოა ეს ქმნის ამ ილუზიას...
12.08.20...

სიკვდილი

მეორე დღეა ზღვაში ვართ. გემიდან წერილის გაგზავნას ბუნებრივია ვერ მოვახერხებ ამიტომაც ვავსებ ფურცელს ახალი ამბებითა და შეგრძნებებით.
ზღვაში გასვლისას ცა მოწმენდილი იყო, მზე ზანტად მიბობღავდა და ათასფერად ღებავდა დედამიწას. დილით იმდენად დიდი იყო თითქოს სამყაროს ჩაყლაპვას აპირებდა, შემდეგ დაპატარავდა, მაღლა ავიდა და ცაზე ჩამოეკიდა. პატარა ტალღების ხმა ძლივს ისმოდა გემბანზე, თანდათან ვშორდებოდით ქალაქს, შუადღისთვის ჩვენს გარშემო მხოლოდ ზღვის თვალწუვდენელი სივრცეები ჩანდა და სხვა არაფერი. რამდენჯერმე დელფინებსაც მოვკარით თვალი. ინტერესით ვადევნებდი თავლყურს მეთევზეეებს, დილით ძალიან დიდ და გრძელ ბადეებს უშვებდნენ ზღვაში, საღამოს კი ასობით თევზი ამოჰყავდათ - სიკვდილთან მებრძოლი ათასობით თევზის უიმედო ხტუნვამ დამზაფრა. ეს ბრძოლა კი არ წყდებოდა, ბადეში ყოველ დღე უამრავი თევზი ეხვეოდა. გაქცევა მომინდა თუმცა არც ცურვა ვიცი და ნაპირიც ძალიან შორის იყო.

ადამიანები, ცხოველები, ფრინველები სიკვდილთან ბრძოლისას ხმას გამოსცემენ, შეიძლება ხტუნვაც დაიწყონ, ფართხალიც. თევზები კი არა წინააღმდეგობის გარეშე თუმცა სიკვდილს უხმოდ ხვდებოდნენ და ეს პროცესი ყოველ დღე დაუსრულებლად გრძელდებოდა. ფაქტობრივად შუაგულ ომში ვიყავი სადაც წინასწარვე იყო ცნობილი ვინ ვისზე გაიმარჯვებდა.

ერთმა მეთევზემ პატარა, ძალიან ლამაზი თევზი მომაჩეჩა ხელში. თქვა რომ ამ სახეობის თევზი ძალიან იშვიათია და მას თუ დაიჭერ იღბალი მოაქვსო. თვალები გახელილი ჰქონდა (არ ვიცი თევზებს აქვთ თუ არა თვალების დახუჭვა-გახელის უნარი), ცივი და უძირო მზერა ერთ ადგილას გაყინვოდა. დიდ ხანს ვუყრებდი, თითქოს მეძახდა, საშველად მიხმობდა, რაღაცის თქმა ცდილობდა მაგრამ ვერ მაგებინებდა. წარმოვიდგინე თუ როგორ წარიმართებოდა მისი სოცოცხლე ბადეში, რომ არ გახვეულიყო. ჩემს წარმოსახვაში მეც მასთან ერთად დავცურავდი ზღვაში, ჩავდიოდი ზღვის ფსკერამდე უამრავ მოციმციმე ლიფსიტებთან ერთად, ვხედავდი ლამაზ წყალმცენარეებს, წყალში მოცურავე ზღვის ცხენებსა და ვარსკვლავებს...

ადამიანების გზა, რომესლაც გადიან სისოცხლის განმავლობაში არაფრით განსხვავდება თევზის მიერ გასავლელი თუ გასაცური გზისაგან, რაც არ უნდა დიდი იყოს უკვე განვილი/გაცურული მანძილი ყველაფერი უფასურდება, პატარავდება, ქრება, იყინება სიცოცხლის იმ ბოლო წამს როდესაც ადამიანები, თევზები, ცხოველები, ფრინველები ფართოდ ახელენ თვალებს და სამუდამოდ ჩერდებიან...

ჩემს არყოფნაში სტამბოლი სრულიად შეცვლილიყო -  სიცხე, ავტომობილების მიერ წარმოქმნილი საცობი და ათასობით ადამიანი, რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ. ქალაქი, რომელიც წვიმიანი ამინდებისას არც თუ ისე დიდი მეჩვენებოდა გამოდარებისთანავე უზამაზარ, ქაოსში ჩაძირულ სამყაროდ იყო გადაქცეული....

სასტუმროში დაბრუნებისთანავე აბაზანაში შევედი, სარკეში ჩავიხედე და ის ისევ იქ იყო, თითქოს ჩემს გვერდზე იდგა და მიღიმოდა... მინდოდა, რომ ეს დრო უსაშველოდ გაგრძელებულიყო თუმცა ქუჩიდან მომავალი ხმაური - მანქანების უწყვეტი სიგნალი, ადამიანთა ხმა, მატარებლებისა და გემების საყვირი, ტრამვაის ზარი გაცოფებული შემოდიოდნენ ჩემში და მიკლავდნენ აქ დარჩენის სურვილს...

ბარგი ჩავალაგე, მომსახურების ხარჯები დავფარე და როგორც შეშინებული ბავშვი მირბის ხოლმე დედისკენ ისე მოვდივარ შენთან, მინდა, რომ ის საათები, რომელიც თვითმმფრინავს სჭირდება ჩვენს შორის არსებული კილომეტრების დასაფარად რამდენიმე წამად იქცეს...
28.08.20..

დაბრუნება

სახლი ცარიელია, არც სკამებია, არც მაგიდები და კარადები, სრული სიჩუმეა - ერთი ტუმბოა მხოლოდ საძინებელში და რამდენიმე ნახატი კედლებზე... ტუმბოზე გაუხსნელი კონვერტები დამხვდა - ჩემი წერილებია... ყველაზე უცნაური კი შემოსასვლელ კარებთან დატოვებული შეტყობინება იყო - „ჩვენ სხვაგან გადავედით“ მხოლოდ ეს სამი თითქოს არაფრისმთქმელი სიტყვა და სხვა არაფერი! ხანგძლივი მგზავრობისგან ძალიან ვიყავი დაღლილი,  ზედ ჩემს ჩანთებზე გავწექი და დამეძინა....

მალევე გამეღვიძა,  თვალების გახელას არ ვჩქარობდი, ვცდილობდი ეს სახლი ძველებური, სიცოცხლით სავსე წარმომედგინა, თუმცა უშედეგოდ - სიჩუმე, რომელსაც დიდი ხანია აქ ბინა დაედო ხელს მიშლიდა უაზრო ფიქრებშიც კი... თვალები გავახილე, ჯერ ჭერს ვუყურებდი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ფერი შეცვლია - თეთრი საღებავი გახუნებულა, ზოგან კი დიდი ყვითელი ლაქები დამჩნევია, მზერა ჭერიდან კედელზე ჩამოკიდებულ ნახატზე გადავიტანე, ნახატზე ღამე იყო გამოსახული, კუთხეში ღრუბლები და მთვარე მოჩანდა, ქმევოთ ზღვა და ადამიანის სილუეტი მთვარესა და ზღვას შორის... მხატვარი ალბათ ეცადა ამ ნახატზე  ღამე, სიჩუმეში გამომწყვდეული, მარტო მყოფი ადამიანი დაეხატა, რომელიც არც ბედნიერი იყო და არც უბედურად გრძნობდა თავს.. და აი ათობით წლის შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანის მარტოობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მარტოობა სიჩუმის გარეშე შეუძლებელია, სიჩუმე ღამესთანაა კავშირში, ღამე სიყვარულთან... მარტოობის, სიჩუმის და სიყვარული ნაყოფი კი გათენებააა...
15.11.20...

აღმოჩენა

მე გათენებას ვეძებ... ვიცი სადაც არის იგი... იგი შენშია... შენ იქ ხარ სადაც გზები მიდიან.... ყველა გზა მიდის შენამდე...
23.12.20..

ილუზია

დილით საკრეში ყურებისას, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს შენ გხედავ მომღიმარს...
31.01.20...

მოვდივარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები