ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ზღარბი64
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2018


უშენობა

დღის  ნაცვლად  ღამე,
მზის  ნაცვლად  თოვა,
და  უშენობა  სიცოცხლი  ნაცვლად,
გადაულეწა  ტირიფებს  წელი,
ქარმა  რომელმაც  შენ  წაგიყვანა...
იმ  ღამეს  დიდხანს  რეკდნენ  ზარები,
საყდრის  კედელში  ეძინა  მერცხალს,
და  ღამის  სასტიკ  სიუხეშეში
დაგეძებ  მუდამ  როცა  ავდრდება...
ვერსად  ვიპოვე  შენი  ნაცვალი,
მხოლოდ  ქარები  მაგლეჯენ  თავშალს,
ამაღამ  სულსაც  გადაათოვებს
და  შენს  მაგივრად  მოვა  ვიღაცა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები