ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
11 იანვარი, 2018


ხავერდი და სტრელი

ნინო დარბაისელი

ხავერდი და სტრელი
- - - - - -  -

ეს ამბავი ჩემი მოწაფეობისას დაგვემართა.
მყავდა ერთი პარალელურკლასელი, პირობითად ნაიას დავარქმევ.
მთელი  სკოლის ბიჭობა ხომ შეყვარებული იყო მასზე, გაკვეთილების მერე გვერდითა სკოლებიდანაც მოდიოდნენ  თვალის გასაყოლებლად. (ახლა ამაზე მგონი სასჯელია, არა?)
  ნაიას  რამდენიმე  გოგო შედარებით ვეახლობლებოდით და ვიცოდით  ერთი მისი საიდუმლო ამბავი, რომელიც კარგა ხანს  გრძელდებოდა.
        ყოველდღე სკოლიდან შინ მისული არ იყო ხოლმე ნაია, რომ მისი ტელეფონი რეკავდა და ახალგაზრდა კაცის  ხავერდოვანი ხმა დიდხანს ელაპარაკებოდა  სიყვარულზე, ცხოვრებაზე, ინტიმურ თემებზე, ხანდახან დაუკრეფავშიც გადადიოდა. მუდამ ზუსტად იცოდა, როგორ გამოიყურებოდა, რა ეცვა, ვისთან ერთად  იყო შინ თუ გარეთ და რამდენი ხნით.
  მაშინ, ცხადია, მობილურები  არ არსებობდა. სახლის ტელეფონებიც ყველას როდი ჰქონდა. არც ნომრის გამომცნობი იყო ჯერ.
  იტყვით, ალბათ, - მერე, დაეკიდა ყურმილი და მაგით დამთავრდებოდაო, მაგრამ  რაღაც იდუმალება, იმის გამოცნობის სურვილი, ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანი, ვინც მისი ყველა ნაბიჯი იცოდა, მოსვენებას არ აძლევდა, რაღაცნაირად უნახავად შეყვარებულიც იყო. თანაც  ერთხელ ფოსტის ყუთში სახატავი რვეულის ფურცელზე  ფანქრით დახატული  ზუსტი პორტრეტიც დახვდა  და ბოლოში ლამაზად  ეწერა ,,ნუგო''.
  ამასობაში  გამოჩნდა ერთი უფროსკლასელი, ნაიაზე  რეალურად შეყვარებული გუგა, რომელმაც იმდენი ქნა,  ადგილობრივი ატს -დან (ასე ერქვა დაწესებულებას, საიდანაც სატელეფონო კავშირები იმართებოდა) რაღაცნაირად გაიგო დამრეკავის ტელეფონის ნომერი,  დაურეკა, მაგრად ელაპარაკა და ბოლოს  სკვერში ,,სტრელი მისცა'  , როგორც მაშინ ჩვენ ვამბობდით.
    რაღაც წესივით იყო მაშინ, ,,სტრელზე' ძმაკაცებთან ერთად უნდა მისულიყავი და მეორე მხარეს უნდა სცოდნოდა, რამდენნი იქნებოდით.
,,ბარხატისხმიანმა' უთხრა, ორი  ძმაკაცით ვიქნებიო, ჩვენიანმაც ორი ძმაკაცი წაიყვანა. თან  დაიფიცა,  ,,ხელის დადება  და რამე არ იქნება, უბრალოდ, დავილაპარაკებთო',  თან ამას ამბობდა, თან კბილებს აჭრიალებდა და მაინც გვეშინოდა.
  ნაია და ჩვენ -  განდობილი გოგოები შორიახლოს ვისხედით ,,სკამეიკაზე',  სკვერის ბოლოს, ისე,  რომ არ გამოვჩენილიყავით, მაგრამ დანახვით ყველაფერი დაგვენახა.
    ჩვენი ბიჭები უფრო ადრე მივიდნენ.
    აი , ჩვენ ზურგს უკან გაჩერდა მუქი ბადრიჯნისფერი  მანქანა, იქიდან ორი სიმპათიური ,,ვზროსლი'' ტიპი გადმოვიდა-  ერთი მძღოლი და ერთიც - უკანა სკამიდან  და იქით დაიწყო ყურება, სადაც ჩვენი ბიჭები იცდიდნენ,  ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს,    ჩვენ  - ვითომ არაფერი,  ჩანთიდან რვეული ამოიღო ერთმა  და  რაღაცას ვარკვევდით შიგ, თან თვალს მათკენ ვაპარებდით.
    შებრუნდნენ მანქანისკენ, გადმოიყვანეს .... გადმოიყვანეს...
    აი, იმ ორმა კაცმა, რაღაცნაირად მხრებზე შეისვა ადამიანი, რომლის ზედა და ქვედა ნაწილები ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, აი, ძალიან.... წელსზემოთ - მხრები, თავი, თმა, -  ყველაფერი ნორმალური ზომისა  ჩანდა, სახესაც მოვკარით თვალი...წელსქვემოთ -  დაწყებითების მოსწავლისხელა  იქნებოდა.  უფრო სწორად,  ერთმა მეორეს შეასვა  ბეჭებზე და თვითონ ხელს აშველებდა. სახლში ალბათ კი ექნებოდა საგანგებო სავარძელი, რა ვიცი.
  დავინახეთ თუ ვიგრძენი,  კარგად აღარ მახსოვს, რომ ჩვენი ბიჭებიც ჩვენსავით გაშრნენ. ეს გახევება  ორიოდე წუთს გაგრძელდა. დავინახეთ, ჩვენიანის ძმაკაცმა, რომელიც ტანად უფრო მოსული იყო,  რაღაცნაირად ხელი ჩაიქნია, მოხვია ორივეს ხელი და იმ ადგილს უთქმელად გაეცალნენ.
    ჩვენც  ფეხდაფეხ გავეცალეთ იქაურობას.
    მერე გავარკვიეთ,  ნუგოს ნაიას წინა კორპუსში უცხოვრია,  თითქმის იმავე სართულზე, ფანჯრიდან ადევნებდა თვალს მთელი ამ ხნის მანძილზე.
      ის დღე იყო და ის, ზარები შეწყდა.
      არც ნაიასა  და გუგას ამბავი გაგრძელებულა.
      არც მაინცა და მაინც  ჩვენი ახლობლობა.
      ცხოვრებამ  ყველა სხვა და სხვა მხარეს წაგვიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  დრო მოვიდა ვულოცავთ დაბადების დღეს