ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2018


* * *

კოწახურებს შესევიან ჩიტები,
დეკემბერსაც გაუვიდა ვადა,
სევდამ გულზე დამაცალა მჭიდები და ვნატრობდი მაგ ტუჩების ბადაგს.
ცივ სივრცეში ფარფატებენ ფიფქები
(მაღალ ნაძვებს ცა შობისთვის რთავდა)
რიგრიგობით მიმოდიან ფიქრები
უძილობით დამძიმებულ თავთან...
კოწახურებს შესევიან ჩიტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები