ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ვერიკო გოცირიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 იანვარი, 2018


სელფის ტექსტური ვარიაცია


                        ბავშვობაში ჩემზე ფიქრობდნენ, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი, მე კი ამაზე არც მიფიქრია...
                      მიყვარს მზე...
                      მზია გომელაურის ლექციიდან გავიგე , რომ „სიყვარული არის არა მე და შენ, არამედ მე და ჩვენ“...
                      არ მიყვარს იასამნისფერი...
                        ვერ ვიტან ბენზინის სუნს, ზოგს უყვარს კიდეც...
                        მგონია, რომ ძალიან უშნო, შეუხედავ ადამიანებს რაღაც განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეთ...
                        ხშირად ვცდები ადამიანებში, რადგან ადვილად მინდობა ვიცი...
                        ვერ ვიტან, როცა დაჟინებით მიყურებენ და არ მიღიმიან...
                        მგონია, რომ მსუქან ადამიანებს არ სცივათ...
                        მიყვარს ქუჩაში და ტრანსპორტში ადამიანების სახეების თვალიერება... 
                        ვიბნევი კრიტიკულ სიტუაციებში.
                        ყურადღებას ვაქცევ ერთიშეხედვით  შეუმჩნეველ დეტალებს და მნიშველობას თავად ვანიჭებ...
                        არ ვარ რასისტი...
                        მძულს ტყუილი და არც გამომდის...
                        ადამიანებს ჩემზე თავდაპირველად მცდარი წარმოდგენა აქვთ -უარყოფითი... ან ძალიან „სტერვას“ შთაბეჭდუილებას ვტოვებ, ან ძალიან ზედაპირულის...
                        ყოველვთის გული მიჩქარდება ჩემს სოფელში ჩასვლისას...
                        ერთხელ მეტროში ბავშვი დავინახე, რაფაელის ანგელოზს ჰგავდა...
                        არასდროს მეცინებოდა მაშინ, როდესაც სკოლაში ბავშვს სკამს გამოუწევდნენ და ის გადაყირავდებოდა...
                        მშიერი როცა ვარ უაზროდ ვჩხუბობ...
                        ადამიანებს, მათ სახეებს ვიმახსოვრებ ერთი ნახვით...
                        მომწონს სახელები ნილა და ელენე... ეს სახელები ყვითელ ფერთან ასოცირდება.
                        ადვილად ვიკარგები უცხო ტერიტორიაზე...
                        არაფრის გამო შემიძლია ვიყო კარგ ან ცუდ ხასიათზე...
                        წუწუნა ადამიანი ვარ...
                        ვარ რეალისტი, რაც ზოგჯერ პესიმიზმში გადამდის ხოლმე...
                        არავის არასდროს არ გავაფეტიშებ და არ გავაღმერთებ...
                        2013 წელს 31 მარტს, დაბადების დღეზე მარიმ მინდვრის იისფერი ყვავილები მაჩუქა, არასდროს დამავიწყდება.. ისე მინდოდა იმ დღეს ეს ვინმეს მოფიქრებოდა...
                          მიყვარს, როდესაც ვხედავ მამას პატარა შვილი ხელში ჰყავს აყვანილი, ან როცა ერთად გვერდიგვერდ მიდიან...
                          ვფიქრობ, ვისაც  ფილმი „Amelie “  უყვარს, ის განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყოს.
                        ყოველთვის ვითრგუნები საავადმყოფოში შესვლისას იოდის სპეციფიკურ სუნზე...
                        მანდარინის სუნი  ახალ წელს მახსენებს. 
                        ხომ შეიძლება მოხდეს სასწაული და მე იტალიაში ვიმოგზაურო, იაპონიაში კი საკურა ვნახო.
                          მძულს ყვითელი ავტობუსები... მიყვარს ყვითელი ფერი.
                        კიდევ მიყვარს, როცა ვხედავ - ბიჭი გოგოს შუბლზე კოცნის. განსაკუთრებულია ჩემთვის ის მაღალი, გამხდარი შავთვალება კაცი, კეთილი ღია თვალებით, რომელიც პურს აცხობს  და ყოველთის მეუბნება პურის ყიდვისას „გემრიელად მიირთვით“...  მე მჯერა ამ კაცის გულწრფელობის ან მინდა და ვიჯერებ....  მე არ ვიცი ნამცხვრების გამოცხობა.
                          არასდროს მომიწევია სიგარეტი -  ეს არაფერზე არ მეტყველებს.
                          დედას სურდა ჩემთვის გვანცა დაერქმია.
                          ცხოველად რომ დავბადებულიყავი, ალბათ ლოკოკინა ვიქნებოდი...
                          ძალიან მალე ვივიწყებ წყენას.
                          მეუბნებიან, რომ ვარ ჯიუტი...
                          ზოდიქოთი ვერძი ვარ.
                          არ მიყვარს სიტყვა „საცოლე“ ...
                          ყველაზე გულწრფელი მაშინ ვარ, როდესაც ვტირი...
                          ზოგჯერ ადამიანებს გამოვიგონებ ხოლმე...
                          როდესაც ვხატავ აუცილებლად მარტო უნდა ვიყო და ირგვლივ წესრიგი.
                          ბაყაყების და ჭრიჭინების ხმა გაზაფხულთან ასოცირდება, ეს ხმა მამშვიდებს და მყუდრო განწყობას მიქმნის.
                          ხშირად,  სიზმარში ვყვები ნანახ სიზმარს.
                          ნეგატიური ფაქტი - თუ არ მინდა არ მამახსოვრდება და ეს გამომდის - სამუდაოდ დავივიწყო მომხდარი ფაქტიც და განცდაც.
                          გული მწყდება, რომ მუსიკაზე არასდროს მივლია.
                          დედამ ერთხელ ცუდი სიზმრის გამო ექსკურსიაზე არ გამიშვა - ბაზალეთის ტბაზე - გული დამწყდა.
                          სურვილი მაქვს გავაფერადო შენობების გლუვი, ნაცრისფერი კედლები.
                          თითქოს კრძალავდეს ვინმე - ქუჩებში მეეზოვეებს არავინ არ ვესაუბრებით. 
                            ერთ  საცხობში ერთი ქალი წლებია მუშაობს - ან კარგი თანამშრომელია ან გამძლე... ან რუტინა მოწონს, ან სხვა გზა არ აქვს... მე ამ ქალს არ ვგავარ.
                          არასდროს მითამაშია კომპიუტერული თამაშები.
                          მგონია, რომ ეკლესიაში სანთლები არ უნდა იყიდებოდეს.
                          მე ვფიქრობ, რომ შემიძლია ადამიანი უკეთესი გავხადო.
                            ჩემი ქმარი არ იქნება კალათბურთელი.
                          „არასოდეს არ თქვა არასოდეს“!
                            რთულად მიყვარდება ვინმე...
                            მძულს ზამთარი.
                            არასდროს დავმთვრალვარ. 
                            მეშინია თვითმფრინავით და გემით მგზავრობის.
                          როცა ცუდი განწყობა დიდხანს მიგრძელდება თმას ვიჭრი და მშველის.     
                          მე დეპრესია არ ვიცი რა მდგომარეობაა, არასდროს განმიცდია.
                            ღამით, ქალაქში ძაღლის ყეფა ნუგეშად ჩამესმის ზოგჯერ.
                            წვიმიან ამინდში ქოლგა ჩანთაში მიდევს, არასდროს ვიფარებ - ეს დასაძლევი კომპლექსია. 
                            მაღალქუსლიან ფეხსაცმელში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.   
                            ვთვლი, რომ ცივი ადამიანი ვარ.
                            ძილის დროს ვხვრინავ (ვიხუმრე :D :P).
                            მახსოვს პირველი სტიპენდიით (სულ 10 ლარი იყო) თმისსამაგარი ვიყიდე.
                          არ მიყვარს ყავის გემო...  არადა პირველი სამსახური - ვმუშაობდი COFFEEin-ში მიმტანად ზუსტად სამი თვე. იქ გატარებულ დღეებზე მხატვრული ჩანახატი დავწერე.
                          ლექსების კითხვას ყოველთვის ბოლო გვერდიდან ვიწყებ - ჩვევაა.
                            არ ვარ კეთილი, არც ბოროტი არ ვარ.
                            როდესაც მეკითხებიან, „ როგორ ხარ? - ყოველთვის ვპასუხობ, ისე, როგორც ვარ...
                          ზოგჯერ არ არსებულ რაღაცეებს უფრო განვიცდი, ვიდრე რეალურს... 
                          მინდა დილის ზღვა ვნახო, ზამთარში.
                          მიყვარს ფილმები, სადაც ბევრი სიჩუმეა.
                          ფოტოგენური ვარ. 
                          ლილე ლამაზი სახელია.
                          პანიკიორი ვარ.
                          ყველაზე მეტად ადამიანებში მაღიზიანებს უპასუხისმგებლობა.
                          დედა მეუბნება, რომ ზარმაცი ვარ, ვერ ვეწინააღმდეგები... 

                და ა.შ. ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები