ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2018


მე და შენ! და...

მე და შენ და ცა და მთვარე,
მე და შენ და ჩვენი მხარე,
ვნება...დაცვენილი თვალებს
ბაგეშევერცხლილი ღამე.
მე და შენ და ცისკრის ფთილა
მე და შენ და მზე და დილა,
ჩვენი სუთქვის ვრცელი "ვილა,"
რეალობის ლურჯი წვიმა.
მე და შენ და ჩვენი სუნი,
მე და შენ და ერთი სული,
ერთი ორში გაფანტული,
ორი ერთში ჩახატული.
მე და შენ და კიდევ ბევრი
ცისარტყელა მრავალფერი,
დილა მზის კალმით ნაწერი,
ღამე გრძნობის განაჩენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები