ნაწარმოებები



ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2018


უშენთოვლობა

უშენოთოვლობა

იმდენად ბევრი სიყვარული დაგროვდა ჩემში,
სასიძულვილო ყველა სივრცე მოვისახადე.
უშენთოვლობა მეფიფქ(რ)ება ფიქრებზე, შემშლის...
უშენთვალებო, უშენ ზეცას ერთხელ ახედე,
ამოგილაგოს თვალებიდან,  ის დარჩენილი,
ჩემი სხეული, ჩემი სუნთქვა, გემო ჩემივე,
შენს თხელ მხრებზე, რომ არასოდეს გამოჩენილა
ჰაერივით და მაინც იყო გამოფენილი...
ვშიშობ მომირჩა, დანაზოგი უშენო ხველა
და ეს ხმაური - რე, ფა, ლე, სი... ხდება რეფლექსი
ანუ დატოვა უშენობამ ეს სულის ხვრელი,
ვიწრო ხორხიდან ისევ მოჩანს შიში - ყეფს ლექსი...
იწყება დილა, ემსგავსება ცივსა და უშნოს
ჩემი სხეული, დეფორმული ეს სულის ტარი...
უშენთოვლობა ჩემს სულს, ფიქრებს ისე დაუშენს,
ალესილ ჰაერს, ტყვიებივით გადაატარებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები