ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2018


ზამთარი ფიქრის ინტერიერში

ქარი, სიცივე, თეთრი ზამთრის ძველი სურათი,
ნაღვლიანია ჭერიც, კარიც, ფარდა- ფანჯარაც.
ხასიათი კი რამდენჯერაც დავამუნათე,
ყურად არ იღო, ლამის აქეთ შემაჯანჯღარა...
ერთფეროვანი დღეები კი მიტაატობენ,
თოვლის სითეთრეს ერევიან მერე ლანდებად.
გადასატანი მაქვს ზამთარიც, ეს სიმარტოვეც,
სანამ განწყობა წელში კარგად გაიმართება.
ვქმნი ჩემს ვირტუალს, სადღაც აქვე, ფიქრის მახლობლად,
იქნებ, როგორმე დავაღწიო თავი სიცივეს.
ჰო, წარმოსახვა ჩემი მყუდრო სამოსახლოა,
თუმც, დროებითი, რა თქმა უნდა, ესეც ვიცი მე...
გავყურებ ხეებს, ხელაპყრობილ პირველ მლოცველებს,
ყოველ ღამე რომ ესიზმრებათ თოთო კვირტები.
და სანამ თავი საქციელზე ნებას მომცემდეს,
ისეთებს ვფიქრობ, რომ იცოდე, გაგიკვირდები!..
          12.01.18


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები