ნაწარმოებები



ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2018


დაღლა

გღლის ამინდები, პოლიტიკა, მეც კი, დიახაც...
ვამჩნევ, მოძვრება გულის კარში აზრი - იუდა.
ტოტებზე ბაწარს ემსგავსება ეგ ხასიათი,
ცივ შეგრძნებებზე რომ მოყვება ამბავს ჯიუტად.

ათასს მოვლენას ნერვიულობ ქვეყნის შიგნით და...
არც წვრილმანები ამოშლილან დღის წესრიგიდან.
ჩემი ტკივილიც, რა თქმა უნდა, სადღაც რიგშია,
უბრალოდ, დაღლას დააბრალე, ესე იგი და...

შენ ჩაიკეტე! ანდა სულაც ეს იყო ადრეც...
უთქმელი წყენაც დაემსგავსა დარდის აკიდოს.
მე კი მდუმარედ ვდგავარ, გიცდი და აღარ ვიცი,
სხვაგვარად როგორ მოვახერხო ხელი ჩაგკიდო?!

01.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები