ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2018


ლექსის ჯვარცმა

  ლექსის ჯვარცმა
ათქვირულ მუზას, დასათრობად დავუსხი რითმა,
სული ჩავტიე მობარბაცე სტრიქონებს შორის,
შემოქმედისთვის ჩემი ლექსის ეს იყო მირქმა,
მცირე, უბრალო საჩუქარი პოეტი-მოგვის!
ზედაშე-ლექსში წვეთ-წვეთობით ჩავწურე სული,
სიტყვით სიკეთე  გამოვძერწე უდღენაკლულო,
ერთი  ,,ადამი’’ მეც შევმატე გამჩენის სურვილს,
რადგან სამყარო არ არსებობს უსიყვარულოდ;
ღამის აჩრდილი ჩაიფერფლა სილაჟვარდეში
და განთიადიც დაიღალა უკვე ლოდინით,
მე, მზეთა შორის, ვარსკვლავივით ვიკაშკაშებდი,
ლექსი მფარველად რომ მყოლოდა, ანგელოზივით! ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები