ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2018


ს...კ ა ნ ო ნ ი

გათოვდა კიდევ, ცა აღარსად ჩანს, 
პატარძალს მოჰგავს დღეს დედამიწა,
ეზოს ხეები დგანან უძრავად,
მათ გაშლილ მკლავზე  დღე  თეთრად მიწვა.
გადაიბარდნა თეთრად საწუთრო,
ღამე კი, თავის  შავ სამოსს მისწვდა.
თვალი მილულა დღემ ისე ყინჩად,
თითქოს სათქმელი ბოლომდის ითქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები