ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2018


მინდორში

ვუძღვნი ჩემს შუათანა დას - თიკას სიყვარულით!

მინდორი ყვავილებს მიაქვს,
ლივლივებს რამდენი ფერი,
ქათქათა წვივებს მზე გსუსხავს
სხივების შუქით და ჩქერით.

ბალახი ცოცხალი, ნაზი,
ფეხს როგორ დაადგამ ტანზე?
კალია სიმშვიდეს გიფრთხობს,
ხტება წამიდან წამზე.

ყვავილებს ვერ დაკრეფ, ვერა,
არ დასევდიანდნენ ხელში,
ისევ მზემ დაგსუსხოს მხრებზე,
ისევ მზის გულზე და ჩქერში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს