ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
15 იანვარი, 2018


მელია

თხილამურით დაეშვა,
მთიდან დაბლა მელია,
იმაზე არ იფიქრა,
უკან ასვლა ძნელია.
ხევის პირას იპოვა,
გაყინული ქათამი,
დაბრუნებას შეუდგა,
ქოშინით და ქაქანით.
ისევ დაღმა სრიალებს,
ვეღარ ადის აღმართზე,
ყვირის ტურა მიშველე,
აქ არ დავრჩე ამ ღამეს.
ხედავს ტურა მაღლიდან
და ხმამაღლა იცინის
თოვლივით გაყინული
მელა კვდება სიცივით.
ჯერაც მახსოვ მე შენი ,
შარშანდელი ოინი!
მაპატიე! გეთაყვა!
წელს მოგართმევ რონინით.
ხეზე თოკი მიაბა,
ამოიცვა წრიაპი,
და საშველად მელიას
ძირს დაეშვა წრიალით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები