ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2018


დილა

შერჩა გამდნარი თოვლი აივნებს,
რომელთა მიღმაც, დილით, ფანჯრებთან,
დედები სწრაფად ახელენ თვალებს,
შვილებს უხმობენ: ,,უკვე გათენდა."
გაუყვებიან ტროტუარს სწრაფად
(გულის კუნჭულში ჩიტუნა მღერის)
და ნამძინარევ ქუჩებს ედება
მათი გუნება-განწყობის ფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები