ნაწარმოებები



ავტორი: კეჟერაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 იანვარი, 2018


გაყიდული ლიტერატურა

წიგნის მაღაზიებით გაივსო საქართველო. ვეღარც სათაურების დამახსოვრებას ახერხებ კაცი და ვერც ავტორისას. ყველა მეკალმეა, ჩვენს დროში ეს ახალი, სუპერ მოდური პროფესია გახდა. მიატოვებს ვიღაცას შეყვარებული და მერწ იბეჭდწბა მისი მოთქმა-გოდება და ქრება ლიტერატურა. რაც უფრო მეტი წიგნი იბეჭდება, მით მეტად ბინძურდება თანამედროვე მწერლობა.
  არაფერია წიგნია დაბეჭდვაზე ადვილი, მოიპარე, მაინც არავინ დაგსჯის, რა პრობლემაა თუ არც სიუჟეტი გაქვს, არც ის იცი რა გინდა თქვა და გრამატიკასა და სასვენ ბიშნებს ვიღა დაგიდევს! გაქვს ფული? წიგნიც არსებობს.
    კრიტიკა ნკვდარია, რეცენზიები აღარ იბეჭდება, კი, ვნახავთ აქა-იქ ხოტბა დიდებებს, შეკვეთილ დაწერილ ქებას. სად ხართ ლიტერატორებო? არ გრცზვენიათ, რომ ნიჭს არად აგდებთ, მხოლოდ ნაცნობ-მეგობრობით რომ ადიდებთ და კლავთ წიგნებს? მოიმარჯვეთ კალმები და ჩაუსაფრდით დამწყებებს, მიეცით სწორი მინართულება, აკრიტიკეთ, რომ მისცეთ საშუალება გაზრდის, განვითარების.
  რამდენ  პოპულარულ მწერალს იცნობთ, ყველამ რომ ვიცით, მწერალია და მის ვერც ერთ ნაწარმოებს ვერ დავასახელებთ? მწერალობამ თავისი ფუბქცია დაკარგა, თითქოს ვაშლს ყიდდნენ, მხოლოდ გაყიდვებზე ფიქრობენ. კარგით რა, სად ლიტერატურა და სად მარკეტინგი?!!!
  მაოატიეთ, ამ ვაბრაზებულ წერილზე, მომავალში უფრო დალაგებით და კონკრეტული ფაქტებით გაჯერებულ წეეიკს დავწერ და თქვენც ძალიან გთხოვთ, მორჩით ამ კარგია, გილოცავების წერას კომენტარებში და დაწერეთ საკუთარი აზრი, ქება აფუჭებს მწერალს.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები