ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2018


ფილოსოფია

ფილოსოფია

ფილოსოფია – რა არის?
მეცნიერება – არ არის,
არც რელიგია – არ არის,
ერთი – დასცინის,
მეორე – სდევნის,
არც ერთი და არც მეორე,
ღვიძლ შვილად არ აღიარებს,
და ოჯახში აღარ იღებს.
რა არის ფილოსოფია?
უსასრულო დისკუსია,
უთავბოლო პრობლემები,
ძირითადი საკითხია,
ჯერ ქათამი თუ ჯერ კვერცხი?
მსოფლმოწყობის დასაწყისში,
ჯერ რა უნდა ყოფილიყო?
ჯერ ქათამი თუ ჯერ კვერცხი?
ჯერ კვერცხი თუ ჯერ ქათამი?
ჯერ მიზეზი თუ ჯერ შედეგი?
ჯერ შედეგი თუ ჯერ მიზეზი?
რა არის ფილოსოფია?
უსასრულო დისკუსია,
უთავბოლო პრობლემები.
მოდი, ჩვენაც შევიტანოთ,
ჩვენი წილი პრობლემები,
ფილოსოფურ საწყისებში.
კიდევ ერთხელ ყველაფერი,
თავდაყირა დავაყენოთ.
დავსვათ კითხვა პრობლემური:
მსოფლმოწყობის დასაწყისში,
ჯერ რაც უნდა ყოფილიყო,
ეს
„რა“,
თუნდ ქათამი, თუნდაც კვერცხი,
„როგორი“,
უნდა ყოფილიყო?
შემწვარი თუ მოხარშული?


კახაბერ როდინაძე
ბათუმი, აჭარა
16.01.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები