ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2018


თ ვ ა ლ ყ უ რ ი

ვინ ვარ, ვინ? წამოვიწიე უნებურად.
ხედვა, სმენა, გული და წარმოსახვა–შემომესა განივთებულს.
ეს როგორ? მომეჩვენა მეგონა. კიდევ განმეორდა.
ყურთასმენა, თვალთახედვა, გულისყური და წარმოსახვა.
სწორედ ჩვენ ვართ, შენ "მე"–ს რომ ეძახი.
არა, არა, ასე არ არის.უარვყავი უმალვე.
მაშ, ის დაუთვლელი ნაბიჯი რაღაა მე რომ აქ მომიყვანააა. ცერებზე რომ მატარა ამ ტკბილ მიწაზეეე,
მახსოვს კარგად, როგორი ხალისით დავტანტალებდი, ჩემს სოფელში, ჩემი ეზოკარის  შემოგარენში.
იებიც მახსოვს, ბუჩქის ძირებში მელნისფერი, იები,
სოსანებიც მახსოვს, დილით მზეს რომ ამოასწრებდნე და მზის დანახვისტანავე რომ ჩაიალებდნენ დარცხვენილები მის ჩაბრძანებამდე,
ყველაფერი კარგად მახსოვს. ცა ლურჯი და  კრიალა, თეთრი ღრუბლები, რომ წაეკიდებოდა  ხანდახან უძრავად, ისიც კარგად მახსოვს ხან,  ქარი, ხან აღმოსვლეთისაკენ, ხან დასავლეთისაკენ, რომ მიერეკებოდა მათ, საოცარი სისწრაფით.
მახსოვს გაზაფხულები, წიფლის ახლად გამოშლილი ფოთლები რბილი და სათუთი, მათი სურნელება ნიავი რომ მომაბნევდა დროდადრო  და მეც ხარბად ვყნოსავდი თვალდახუჭული.
ხანდახან, მეც კი ავყოლილვარ ქარს გავქცეულვარ და გამოვქცეულვარ მისი მიმართულებით, დავღლილვარ და თბილ მიწას ჩავხუტებივარ დაუფიქრებლად,უშიშრად, სიყვარულით. ქართულსა და განსხვავებულს, თბილსა და  მადლიანს, ბარაქიანსა და ხვავიანს, მტერი, რომ მუდამ გვიპირებს წართევას.
კარგია, რომ ხელში ვერ აიღებენ და ვერ მოერევიან, თორემ ვინ შეგვარჩენდა ასეთ მადლიანს, სხვათათვის საოცნებოსა და მტერთა ნაალაფარს მრავალგზის და მაინც გადარჩენილს, საიმედოსა და სანდოს.
ვთქვი, სანდოსა და საიმედოსაო, რადგან, მას არასოდეს უღალატნია ქართველი კაცისთვინა. ნდობა და ერთგულება, ხომ ყველაზე მთავარია ადამიანშიც და  მშობელშიცა. ეს მიწაც, ხო ჩვენი მშობელია, მის კალთაში ვიზრდებით და ვმიწდებით ბოლოსა. დედმამა დედმამააა, მაგრამ, არც ნაკლები მშობლიური მიწააა, თავისი მონდომებითა და სიმამაცითა.
არა, არა,  უფრო მნიშვნელოვანი და ყველაფერზე ზემდგომი განა ის არ არის, მე რომ ქართველი ვარ, აქ ამ მიწის, ქართული მიწის სიყვარულით რომ ვარ გამოზრდილი და გულსისხლძარღვებში მისი სიყვარული ჩქეფს და მიმოდის, მკვებავს და მაცოცხლებს?
განა ამას ვერ ამჩნევთ, ვერ ხედავთ, ვერ გრძნობთ თავად თქვენააა?
მისი სიყვარული არ არის, წინ რომ უძღვოდა თითოეულ ჩემს ნაბიჯს, ჩემს მოქმედებასა?
განა არ გახსოვთ, დედა ძილის წინ სიყვარულზე, სამშობლოს სიყვარულზე რომ მიმღეროდა, მითხზავდა მრავალ ლექსსა და ლეგენდას მიყვებოდა?
განა თქვენაც ჩემთან ერთად არ იყავით მაშინ?
განა თქვენაც ჩემთან ერთად არ დაიბადეთ?
არ მინდა დავიჯერო რომ შეიცვალეთ, არ გაპატიებთ თუ გულში ღალატი შეგპარვიათ ჩვენი ტკბილი სამშობლოსი, ჩვენი წარმტაცი მხარისა, ჩვენი ედემბაღი ქვეყნისა, ჩვენი ტკივილიანი საქართველოსი, აქ ამ პატარა პროვინციულ სოფელში, განა ერთად არ ავიდგით ფეხი,
განა ერთად არ მოვინათლეთ მართმადიდებელ  ქრისტიანადა?
ჩემი უდარება და ამქვეყნიური სამოთხეა, ეს ჩემი სოფელი, თავის ფოთლოვანი ტყითა და ყვავილნაქარგი მინდორ–ველებით, პირმზითიანი  ბორცვებითა და კორძებით.
როგორ შემყვარებიან, როგორ მაიმედებენ, როგორ მკვებავენ, როგორ მაცოცხლებენ, დაილოცოს ამათი მადლი და ბარაქა, თუკი ადამიანს მათი მოვლა–პატრონობა არ გეზარება და აფასებ, ცხოვრება მიმზიდველი ოცნებების ახდენააა აქ.
სმენავ, ყური დამიგდე, ხომ მოისმინე რაცა ვთქვი, ხედვავ, ხომ გადახედე  და თვალი, ხომ მიადევნე მთელ ჩვენს საამაყო სამშობლოს მთელს მიწა–წყალსა თავის კუთხეკუნჭულიანადა, წარმოსახვავ შენ ხომ კარგად იცი რაც ვყოფივართ და რაც ვართ გულანთებული ქართველნი ჩვენი კურთხეული მიწაწყალისთვინა.
ახლა კი, იმასაც გეტყვით, რომ მე ვარ, ქართული მიწიდან ამოზრდილი ერთი ნერგთაგანი, რომელიც მის ერთგულებაში გამოვიღებ ნაყოფსა და ისევ მას ჩავეზრდები როცა ამის დრო დამიდგება, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ჩემში ხართ, მანამ მე ვარ და არა ისე, ეს როგორც თქვენ გეგონათ, რომ "მე" თქვენ ხართ.
თუ კიდევ ეჭვობთ რამესა, მიდით და გაიარგამოიარეთ ჩემს თვალწინა და ალაპარაკდით ჩემსავითა და ილოცეთ სამშობლოსთვინა.
აი, ხომ დარწმუნდით, რომ ეს არ შეგიძლიათ და მე მართალი მითქვამს, რაც კი გითხარით.
ხოლო ის , რაც ვთქვი, გულიდან მოდის წრფელად და სისხლძარღვებშია, იცოდეთ.
გიყვარდეთ სამშობლო, ეს საქართველოა, ის თქვენია, მანამ მისი ერთგულება და პატრონობა შეგიძლიათ, მანამ არსებობთ და იამაყეთ მისით.
ჩემო ყურთასმენავ, ჩემო თვალთახედვავ, ჩემო წარმოსახვავ, ნუ ჩაქინდრეთ თავი,  ყველა სიკეთე თქვენს ხელთაა, იმოქმედეთ და მოახმარეთ ის სამშობლოსა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები