ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2018


ლავიწის ძვალთან

❤❤❤❤❤
ლურჯი კვალი ნათითურებზე -
კვალი იების და
ნაფეხურებზე ამოსული მზესუმზირები.
ვდგავარ, გიყურებ...
რა უნდა გითხრა,
რასაც სხვა ვერ გეტყვის;
რასაც სხვისგან ვერ გაიგონებ...
მემილიონე გაზაფხული ვარ,
შენ ცხოვრებაში აპრილივით შემოგეჭერი.
მემილიონედ გიხსნი სიყვარულს...
იმ სხვათაგან რით განვსხვავდები?
არაფრით, მგონი...
და მაინც... მაინც...
რატომ მგონია, რომ სხვანაირი ვარ;
სულ სხვაგვარად მოფორიაქე...
შენც გადაგადე ჩემი სულის
სიფორიაქე...
რატომ მგონია, რომ სწორედ ის ვარ,
ვისაც ამდენი ხანი ეძებდი...
დიდი ხნის წინათ დამესიზმრე -
არცკი მენახე და დამესიზმრე -
უცნაურად შემომყურებდი...
მე მზერა მახსოვს -
ანთებული შენი თვალების...
მახსოვს ხელები -
მხოლოდ ჩემი მაძებარები და
სუნთქვა, სუნთქვა,
ლავიწის ძვალთან რომ ჩაიკარგა...
ვდგავარ...
გიყურებ...
ვინ სთქვა, რომ ლექსი მხოლოდ რითმაა...
რომ მხოლოდ რიტმი არის მუსიკა...
ვის მოუჭორავს...
ვდგავარ -
გიყურებ...
შენი ყოველი ამოსუნთქვა -
პოეზიაა...
შენი მძიმე ნაბიჯების ხმა -
მუსიკაზე უფრო მეტია...
მე მხატვარი ვარ -
თვალებით ვხატავ შენ კონტურებს
და:
ვიმახსოვრებ...
რომ ისევ ისე დამესიზმრო,
მერე ამიხდე,
მერე მოხვიდე,
გადმომედო ბატონებივით და
ჩაიკარგოს შენი სუნთქვა
ლავიწის ძვალთან...
ვდგავარ...
გიყურებ...
გიმახსოვრებ და
გხატავ,
გხატავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები