ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2018


ბაბილონი

რისთვის გამაჩინე, დე?!
განა არ იცოდი, რომ შენი ცრემლით დავიბანდი ხელებს,
განა არ იცოდი, რომ შენი სისხლით დავიწყებდი ხატვას?
განა არ იცოდი, რომ შენი ოფლით
ბილეთს ვიყიდიდი კინოში
და ყველა კადრში პოპკორნთან ერთად შეგექცეოდი.
განა არ იცოდი, რომ სადღაც ბავშვობაში
შენი დაკოჟრილი ხელების შემრცხვებოდა
და თავს ვერასდროს ვაპატიებდი?
რისთვის გამაჩინე, დე?! რისთვის გამაჩინე!

განა არ ვიცოდი, რომ გეტკინებოდა?!
უბრალოდ ისეთად ვერ გამზარდე,
სხვებისგან მოგროვილი
ზიზღის, წყენის და ჯავრის თაიგული
ყველასთვის სათითაოდ დამებრუნებინა,
შინ არ წამომეღო,
შენს თმაში არ ჩამეწნა.

განა არ ვიცოდი, რომ გეწყინებოდა?!
შეცდომას შეცდომაზე ვდებდი,
მწარე სიტყვებით ვლესავდი,
რომ ზიზღის თვალუწვდენელი გოდოლი ამეგო
და ჩემი თავი მის გა(მო)უვალობაში
სამუდამოდ გამომეკეტა.

18.01.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები