ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევექ
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2018


თოვლი

თუკი აღარ წვიმს,
მაშ დილით გათოვს
თეთრად მადათოვს.
როცა მარდად თოვს,
როცა ძლიერად,
ფიფქები გრძნობენ
თავს ბედნიერად.

ათასჯერ გაცრილს, გულში ნათოვარს,
ფიქრებს მივუყრი ქუჩის მათხოვარს.

ფიქრი თოვლია, თოვლია ფიქრი
და ორივენი ჭინკების ქირქილს,
სატანის კისკისს,
ღებავენ ფიფქით,
ფიფქავენ თეთრად;
ავლებენ ხაზებს,
თეთრს და ლამაზებს,
კეტავენ კარებს,
მტვრიან დარაბებს.
იკლავენ გულში
დარდს, წუხილს, ვარამს
და როგორც აფრას, გემის იალქანს,
შლიან თეთრ საბანს.
ცივი საბნის ქვეშ შეყუჟულ
ჩიტებს, ბულბულებს, გვრიტებს
უყრიან იის ნამარტალ კვირტებს.
კლავენ სიცოცხლეს
ცივად და თეთრად,
ჩემში და შენში
ქმნიან სივრცეებს
საავსეებს ლეშით,
სავსეს სიკვდილით,
თეთრი სიკვდილით,
უხმო ყვირილი,
დამშრალი ცრემლით.
კეტავენ გრდემლით
გზებს ყველგან სავალს.

და ისევ თოვლი,
და ისევ წვიმა,
და ისევ მზე
და იის გაზმორვა.

ბნელს და მარტოდ მყოფს,
ცივს და ნათოვარს,
მზე უთბობს სხეულს
ქუჩის მათხოვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები