ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2018


ლაზარეთი

                                                                        ,,მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
                                                                          ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.,,
                                                                        - ოთარ ჭილაძე-

                                  <><><>                                     

ამ ლაზარეთის ცივ და  დამთრგუნველ
კედლებში  სამი  კვირა    გავიდა.
მერვე პალატა.მეცხრე  სართული,
იჭყიტებიან ღია  კარიდან,

მოაქვთ  მაწონი,მოქვთ  ბანანი,
ვაშლი...აივსო თავთან კარადა.
მაგრამ  არ მინდა  ახლა  არავინ,
ხომ  ნათელია,შენით ავად  ვარ!

რა გახდებოდა,  ერთხელ  რომ მაინც,
შენც შემოგეღო ჩემი კარები?
განახლდებოდა  ძველი რომანი,
თუ კიდევ ერთხელ მიმიკარებდი.

და  შენი მკერდის  ცხელი  სითბოთი
დავი–წვებოდი,დავი...მარინა.
მაგრამ  ხომ ვიცი,უკვე  იტყოდი
რომ შენთვის მხოლოდ მეგობარი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები