ნაწარმოებები



ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
19 იანვარი, 2018


ამერიკული ოცნება, ანუ "ლოვე სთორი"

მოდით მეგობრები კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს გენიალური ეპოქა....90-იანი წლები!...გენიალური განა იმიტომ რომ მაგ დროს რაღაც ისეთი განსაკუთრებული ხდებოდა...არაფერი.....უბრალოდ ახალგაზრდები ვიყავით და სხვა სული ტრიალებდა...ამას ყველა ვერ გაიგებს

ჰო და....კიდევ ერთი ისტორია.....
ამერიკელს ვიცნობდი, პოლი ერქვა, გვარი აღარ მახსოვს...ქართველოლოგი იყო, ხშირად ვხვდებოდით , პოლი მაგარი გულუბრყვილო იყო, ისევე როგორც ყველა ამერიკელი...მუდმივად რაღაც პრობლემებში იჭედებოდა....ერთხელაც შემხვდა რუსთაველზე...და თვალები ისე ქონდა გაფართოებული რომ ვიფიქრე უეჭველი რაღაცას ეწევა მეთქი,,მაგრამ ვერ მოგართვით! პოლი ფხიზელი და სავსებით ადეკვატური იყო!
----რეზ...თქვენთან ბოზები არ არის! ---- მითხრა შეშფოთებულმა ..რატო მეთქი და ..თურმე ქალი გაიცნო,იმ ქალს კი , როცა გაუხდია, უთქვამს , როგორც ცოლს ისე მომექეციო და საწყალი პოლი შოკში ჩავარდნილა....

ერთი შეხედვით, უცებ მოვტვინე ეს სიტუაცია, პოლი წავათრიე ქართულ სამზარეულოში და ეგრევე მოვხსენი სტრესი..თუმცა კავკასიელი ქალისაგან მიღებული სტრესი ასე იოლად ვერ იდევნებოდა მისი გონებიდან!...ჩვენ კიდევ ბევრი დავლიეთ და მე უცებ საკმაოდ ფასეული აზრი მომივიდა!... მე მას ალტერნატივა შევთავზე...შეიყვარე მეთქი ვინმე....პოლ! ქართველმა ქალებმა კარგი სიყვარული იციან მეთქი......პოლმა დააბოყინა ...უცნაურად ამომხედა ,მე ამ დროს მთვრალი და სავსებით გულწრფელი ვიყავი......კიდევ ერთხელ მკითხა...ლოვე სტორი თუ მიშველოსო?... კი მეთქი, თავი დავუქნიე, რაზეც მან უკვე თანხმობა განაცხადა.....

მას შემდეგ პოლი დიდხანს არ მინახვას...
.....და აი, გაზაფხულზე მე ის დავინახე...გარბოდა....ძლივს დავეწიე...ხელი ვტაცე......შეშინებული იყო....გამხდარი და უცნაურად აფორიაქებული....რაღაცას ლუღლუღებდა...ქალის შეყვარება უცდია იმ უბედურს...ზესტაფონელი ოფიციანტი გაუცვნია..მთვარის შუქზეც უსეირნიათ....ჯვარიც დაუწერიათ სამების ტაძარში!!!..იმ ზესტაფონელმა 4 ოთახიანი აყიდინა ჯერ...მერე მთელი ნათესაობა დაახვია თავზე.....მის ძმისშვილს ავტოსამრეცხაო გაახსნევინა....მოკლედ მაგრად იხმარა.... შეწუხდა პოლი.....ფანჯრიდან გადაიპარა, გაყიდა კომპიუტერი ,გაექცა მის ნათესავებს და ამერიკაში აახვია .
აი, ამის შემდეგ კი მე პოლი მეტი აღარ მინახავს ........


ს.ნ. 2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები