ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2018


ნინო მასწავლებელი

  ზარი დაირეკა. ნინო მასწავლებელი კლასში შევიდა. მას დიდი ხანია უნდოდა გაეგო თითოეული მოსწავლის გულისტკივილი. დღეს ჩვენი თავისუფალი თემა იქნება  ,,მე მენატრება....,,,,
  აშრიალდა ფურცლები. მალე სიჩუმე ჩამოვარდა. დაიწყეს წერა. ნინო მასწავლებელი დარწმუნებული იყო რომ ასე უფრო ღრმად ჩახედავდა თითოეულ მოსწავლეს სულში.
  ნენე.,,მე ზაფხული მენატრება, არდადაგებზე სოფელში ბებოსთან და პაპასთან მივდივარ, არც წიგნი, არც კოპიუტერი, აღარც ვარჯიში და წრეები. მთელი დღე გარეთ ვთამაშობთ,რა ბედნიერია სოფლის ბავშვები. ბაღში ბებოს და პაპას ვეხმარებით.
  ზაფხულს ნატრობდა აგრეთვე ნინო, ნიკა, თიკა. მათ მშობლებს ზღვის ფული არ აქვთ, სოფელში მდინარე უფასოა.
    გაგა. ,,მე მენატრება ჩემი მამიკო. ის ზეცაშია, იქიდან მიყურებს, მე მას ვერ ვხედავ. მინდა დიდი რომ გავიზრდები, მეც გმირი მინდა გამოვიდე.
  ლიკა ,,ჩემი დედიკო  მენატრება, მინდა სიზმარში ხშირად ვნახო. მამა არაფერს მაკლებს. მეზობლები ჩუმად ამბობენ, დედას ჰგავსო. მამა მალე ახალი ცოლის მოყვანას აპირებს, ალბათ  და ძმები მეყოლება, ერთად ვითამაშებთ.
  ევა,,ზაფხული მინდა მალე მოვიდეს, დედა ბარსელონასი წაყვანას შემპირდა, შარშან იტალიაში დავისვენეთ. უმაგრესი იყო.,, საზღვარგარეთ დასვენებას შარშანდელივით აპირებდა ნიტა, ნუცა, ლიზი.
  ქეთა,,მე ხორციანი საჭმელი მენატრება, ახალი წლის მერე არ მიჭამია, დედა სულ იძახის არაფერი მრჩებაო, ხალხს ფული არა აქვსო, მალე გარე ვაჭრობა აღარ იქნებაო, მერე არ ვიცი...აქ უკვე ცრემლით იყო დასმული წერტილი, სისველეზე ეტყობოდა.
  ქეთა ,,მე ბევრი რამე მენატრება, ახლა ფეხი სველი მაქვს, ბოტასები ძველია, თან ჩინური, ცუდ ამინდში ცელოფანის პარკს ჩავაფენ, ევასნაირი ,,ადიდასის,, რომ მქონდეს ფეხი სულ თბილი მექნებოდა.
  სოფო ,,მე დედა მენატრება, ის საზღვარგარეთაა, ღამე სკაპით მელაპარაკება, თურმე ძალიან იღლება, ხანდახან ტირის, ბევრ რამეს გვიგზავნის, მაგრამ მე არ მიხარია,, სოფოსავით წერდა თემო,ნანა, ზუკა.
  საბა,, მე ის დრო მენატრება როცა სკოლაში ფეხით მივდიოდი, ახლა მამაჩემი მინისტრია, დაცვა დამყვება, თავი პატიმარი მგონია. თათაც ამ დღეში ყოფილა.
  მაიკო,,მე  ის დრო მენატრება, როცა დედა და მამა ერთად იყვნენ,,
  აკაკი,,მე ის დრო მენატრება როცა მამა არ სვამდა, დედას არ  ეჩხუბებოდა, ახლა კი სახლში მისვლა არ მინდა,,
    გოგი,,ახლა ყველა ჩემზე ჩურჩულებს ნარკომანი მამა ყავსო, მინდა მამამ იმკურნალოს დედას დაუჯეროს,,
  მაკა,,მე ბავშვთა სახლიდან დავდივარ, მინდა ერთ დღეს დედა და მამა მოვიდნენ და წამიყვანონ, იქაც კარგია, მაგრამ ჩემი ოთახი არ მაქვს.
  ნანა,,მინდა საკუთარი სახლი მქონდეს, ნაქირავებში ვცხოვრობთ. ლამაზი  დიდი სახლი გვქონდა. ბანკმა წაიღო,მე რომ დიდი ვიქნები ბანკში არ ვიმუშავებ. ამ დღეში ყოფილა ზურა და დათო.
  სალო,, დედა ავარიაში მოყვა, ახლა ეტლით დადის, ადრე დედას დავყავდი სკოლაში,იმ დღეს კვიდა იყო...
  ელენე,, ყველა ტოლვილს მეძახის, მინდა მალე დავბრუნდეთ აფხაზეთში, იქ დიდი სახლი გვქონია, იქ ტოვილი არ ვიქნები,, თინა სამაჩაბლოში დაბრუნებაზე ოცნებობს.
  როცა ყველა ნაწერი წაიკითხა მთელი ღამე არ უძინია. მეორე დღეს ყველა მშობელი დაიბარა, ყველა ნაწერი წაიკითხა, სახელები არ უხსენებია, თუმცა ყველა მშობელმა ამოიცნო თავისი შვილი და თავჩაღუნულმა დატოვა კლასი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები