ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირიმელი
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2018


გველის გესლი (თავი6) დასასრული

    ადამიანები სხვადასხვა მიზნითა და ბედით იბადებიან. ზოგის ცხოვრება ძალიან ტკბილია, ზოგის - მდიდრული, ზოგისაც კი საშინელი.
    როგორც ჩანს თაზო ევგენიძესაც ასეთი ბედი არგუნა ცხოვრებამ:
იგი გაიზარდა დედის გარეშე, შეუყვარდა ერთხელ და მოატყუეს, დაკარგა საუკეთესო მეგობარი, წავიდა ომში, სადაც ბავშვობის ძმაკაცები დაუხოცეს, სამუდამოდ დაკოჭლდა, უსიყვარულოდ შეირთო ცოლი, მოუკლეს მამა, მშობლის სიკვდილიდან სამი თვის შემდგომ თაზოს  თავისი ცოლი, ანი გასცილდა, რადგან ქმარს მამის სიკვდილის შემდგომ ფსიქოპატური ქცევები დასჩემდა და მეუღლე რამდენჯერმე ცემა.
თაზო ცხოვრების ასეთმა დაუნდობლობამ გადააქცია მწყურვალე მგლად, რომელიც მხოლოდ ადამიანების მოკვლით იკლავდა წყურვილს. თუ კი ვინმე ნაცნობი ჰყავდა, ყველა ჩამოშორდა, რადგან მასთან დალაპარაკებაც კი შეუძლებელი გახდა.
    ანასტასია და დათო დაქორწინდნენ. ორი ლამაზი ახალგაზრდას ცხოვრებით მთელი ქალაქი ტკბებოდა და მართლაც მათი ერთად ყოფნა უბედნიერესს ხდიდა ორივე მათგანს, თუმცა სამართალმა თუ რაღაც ცხოვრებისეულმა კანონზმომიერებამ თითქოს არ დაივიწყაო თავისი ვალი და წყვილის სიყვარულმა ნაყოფი ვერ შვა.
    როგორც ვთქვით ყველა ტკბებოდა მათი სიყვარულით, მაგრამ შორს, ბნელში, სიცივეში, სიბინძურეში ერთი ბიჭი იწვოდა ბოღმითა და შურისძიების წყურვილით.
    თაზომ მამის გარდაცვალებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, გურამისგან საიდუმლოდ მიიღო წერილი, რის შემდეგაც გიორგის მკვლელის ვინაობა ცნობილი გახდა. ახლა უკვე საჭირო იყო სწორი გეგმის დასახვა რომ შური პირნათლად ეძია მამის სიკვდილისა და სხვა ყველა შეურაწყობისა თუ გულის ტკენისთვის. ორ წელზე მეტხანს ხვეწდა გეგმას და ელოდა ხელსაყრელ მომენტს რომ მოწინააღმდეგეები გაენადგურებინა.

    და აი ის დღეც დადგა. არ ვიცი ალბათ სიმბოლურიც იყო, ცუდი ისტორიის დასასრული წლის ბოლოს ემთხვეოდა, დიახ გათენდა 2017 წლის 31 დეკემბერი, ღრუბლიანი და ცივი დღე, რომელიც მთელი სამყაროსთვის მომაბეზრებლად მიიზლაზნებოდა, მაგრამ  მთელს სამყაროში იყო ერთი ადამიანი, რომელიც თავს უბედნიერესად გრძნობდა.
    მზე თბილისის მთებში ჩაიწვერა, ნატალია  და თავისი ქმარი, უკვე სახლში შეკრებილიყვნენ და 12 საათისთვის ემზადებოდნენ  სტუმრების დასახვედრად. საახალწლო სიმღერებმა და ახალი წლის მოახლოებამ, გამოაცოცხლა ლამაზი წყვილის ოჯახი, ნატალია და დათო ცეკვა-ცეკვით რთავდნენ სახლსა და აწყობდნენ უგემრიელეს ქართულ საჭმელებს. ერთ წამს დათომ გოგონა მთლიანად მისკენ მიიზიდა მთელი ძალით აკოცა - ეჰ მეცინება მაგრამ რას იფიქრებდა რომ ეს როგორც წლის უკანასკნელი კოცნა ასევე ცხოვრების ბოლო სიამოვნება იყო - კოცნის შემდეგ თვალებში ჩახედა:
- ბედნიერი ვარ რომ შენ გაგიცანი - თმაზე მოეალერსა, ცოლი შემოატრიალა და წელზე შემოხვია ხელი, ზურგით მდგომმა დათომ ყურში ჩარჩურჩულა - მე და შენ ყოველთვის ერთად და ბედნიერად ვიცხოვრებთ.
      ღმერთის პოზიციიდან რომ შევხედოთ  ალბათ წარმოიდგენთ რა სასაცილო გამოდის ადამიანი, როდესაც  იგი იძლევა უამრავ დაპირებას ისე, რომ არც კი იცის თუ რა მოხდება მომავალში. ალბათ დათოს ამ სიტყვებზეც გაეღიმა შემოქმედს, რადგან ციდან მესამე პირი დაინახა, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა შეყვარებული წყვილის სახლს.
    ზარის ხმაც გაისმა. ნატალიამ ცეკვა-ცეკვით მიირბინა კარებთან და გაკვირვებული დარჩა, როდესაც შამპანიურით ხელში მდგომი გაღიმებული თაზო დაინახა.
- გილოცავთ.... გილოცაავთ! - ღიმილი ესროლა ანის და ისე შევიდა ოთახში რომ შეპატიჟებას არც კი დალოდებია. მისაღებში დათოს შეხვდა და თითქოს არანაირი სკანდალი არ მომხდარაო გადაეხვია ძველ მეგობარს.
- როგორ ხარ თაზო? - მოულოდნელობის მიუხედავად გაკვირვება არ შეუმჩნევია ოჯახის უფროსს. - გილოცავ დამდეგს.
- ოხხ, გმადლობთ ბატონო - თაზო ძალიან გამომწვევად საუბრობდა. სადღაც გულის სიღრმეში ინტუიცია ცოლ-ქმარს კარნახობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.  - დიდი ხნით ვერ დავრჩები, იმედი მაქვს არ გეწყინებათ მალე რომ წავიდე - ლაპარაკი განაგრძო თაზომ - მოდით ერთი ჭიქით დაგლოცავთ და მერე წავალ - თავისივე მოტანილი შამპანიური გახსნა, ჭიქებში ჩამოასხა, ლამაზ წყვილს გაუწოდა სასმლით სავსე ჭიქები, ხოლო თითონ ბოთლი დაიჭირა ხელში და სადღეგრძელო დაიწყო:
- თქვენ ორს  გადღეგრძელებთ, ორ უსიმპატიურეს და მატყუარა არსებას, იხარეთ და იბედნიერეთ სანამ კიდე ცოცხლები ხართ - თაზომ გიჟურად გადაიხარხარა და შამპანიურის ბოთლი მოიყუდა. ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა და შეშინებულებმა გადახედეს.
    უეცრად თაზომ ბოთლი მაგიდას ჩამოარტყა და გატეხილი ნაჭრით ეცა ჯერ დათოს, რომელიც  ყელგამოჭრილი ძირს დააგდო და მაშინვე მივარდა სტრესში ჩავარდნილ ანის, რომელსაც სიტუაციის ასეთმა განვითარებამ მუხლები მოკვეთა. გოგოსაც იგივეს უპირებდა მაგრამ იმწამსვე გაშეშდა, როდესაც ანის ასეთი განადგურებული სახე დაინახა. გაიმართა, მკვდარ დათოს გადახედა, თითქოს ინანაო თავის საქციელი, თითქოს თავისი ერთადერთი სიყვარულის ასეთმა განადგურებამ თვალი აუხილა და ამ ყველაფრის შემდეგ თავისი გულის ბაგა-ბუგი მოესმა, ანისკენ დაიხარა, გოგონა მკვდარი იყო.
    ეს ყველაფერი თვალწინ დაუდგა თაზოს, როდესაც შეყვარებული წყვილის სადღეგრძელოს შამპანიურის ბოთლიდან სვამდა. გაიფიქრა ნეტა შემეძლოს, მაგრამ მას ვერასდროს ვაწყენინებ ჩემთვის მთავარი მისი ბედნიერებაა, როდესაც ფიქრებიდან გამოერკვა თვალებში შეხედა ორივეს და როცა დარწმუნდა იმაში რომ მათაც ბოლომდე გამოცალეს შამპანიურის ჭიქები, ღიმილით მიმართა:
- თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ და მიუხედავად ყველაფრისა ორივე მიყვარხართ - შემდეგ შემოტრიალდა და დაუმშვიდობებლად გაეცალა მათ.
      გადახედა თავის ცხოვრებას და ცრემლი მოადგა თვალზე. მართლაც ხო შეიძლებოდა რომ ბედნიერი ყოფილიყო? რაღა მაინცდამაინც მისი თავი აირჩია შემოქმედმა სატანჯველად? ამ ფიქრებში იყო გართული როდესაც სეირნობით ავჭალას მიუახლოვდა და აი სწორედ ახლა იწყებოდა თაზოს მთავარი მისია.
    ახალი წლის საღამო მობრძანდა თბილისის სუსხიან მთებთან. ნათელი ღამე იყო და ცაზე მთვარე მზესავით ბრწყინავდა. შრომისაგან დაქანცული ხალხი შინ ბრნუდებოდა, რომ 12 საათისთვის ახალი წლის მოსვლა აღენიშნათ. საკითხავია მათ შორის განა ვინმე იყო ბედნიერი?
    ვირაც ახალგაზრდამ პოლიციაში დარეკა და აცნობა, რომ უწერის ქუჩის N14-ში მკვლელობა მოხდა. შემდეგ ტელეფონი ძირს დააგდო და კოჭლობით მიუალოვდა N14-ს. მასპინძელს დაუძახა, და უკვე მოხუცებულმა და თეთრწვერა კაცმა შინ შეიპატიჟა.
    ბიჭი კოჭლობით მიჰყვა მოხუცს და ისინი პირველ  სართულზე მისაღებში შევიდნენ. ჭაღართმიანი, დაუძლურებული კაცი სავარძელში ჩაეშვა, ბიჭს კი მის გვერდზე მგომი სკამისკენ მიუთითა და კითხვაც არ დააყოვნა:
- რა გნებავთ? რა ამბავია?
    ახალგაზრდამ შეუმჩნევლად ხელი დანას მოკიდა, რომელსაც ზურგს უკან მალავდა და კითხვას კითხვითვე უპასუხა:
- თქვენ ტარიელი ბრძანდებით?
- დიახ.... გისმენთ! - უკვე მობეზრებული ტონით უპასუხა მოხუცმა.
ბიჭმა ეს არ შეიმჩნია და კვლავინდებურად მშვიდად განაგრძო:
- თქვენ ტარიელ ქურციკიძე ხართ?
- დიახ... - ჭაღარა კაცი უკვე მოთმინებას კარგავდა და აწრიალდა.
- ესეიგი თქვენ ხართ ის ძლევამოსილი, ამაყი და ცბიერი კაცი?
- კმარა ! - ფეხზე წამოიჭრა მოხუცი, მარცხენა ხელი უკან წაიღო მაგრამ მანამ იარაღს ხელს მოკიდებდა, ახალგაზრდას ძლიერი მუშტი ყბაში მოხვდა და მოხუცი ძირს გაიშხლართა. ყმაწვილი მაშინვე მივარდა, წამოაყენა და ისევ სავარძელში დააბრუნა, შემდგომ კი კვლავ განაგრძო:
- მე თაზო ვარ, თაზო ევგენიძე! - პაუზა გააკეთა და მთელი ინტერესით მოხუცს დაუწყო ჭვრეტა, აინტერესებდა გაეგო თუ რა გავლენას მოახდენდა მოხუცზე ეს სახელი და გვარი.
მოხუცი შეკრთა, თვალები ერთ ადგილას გაუშეშდა, გახევდა, ცოცხლის აღარაფერი ეტყობოდა - ამ ყველაფრის დამნახავ ყმაწვილს ცალყბად ჩაეღიმა და კვლავ განაგრძო:
- მე ვარ გიორგი ევგენიძის ვაჟი, რომელიც შურს იძიებს მამამისის გამო - აუღელვებლად განაგრძობდა თაზო, რომელიც მეტოქეს პირდაპირ თვალებში უყურებდა და ცდილობდა მსხვერპლის სასოწარკვეთით დამტკბარიყო - გეგონა სახელისა და გვარის შეცვლა დაგიცავდა? გეგონა ასე მარტივად გაპატიებდნენ ისეთი კაცის სიკვდილს როგორიც მამაჩემი იყო? - გიჟივით გადაიხარხარა ახალგაზრდამ და დანა  ხელში შეათამაშა - იცი... დანას ერთი უნიკალური თვისება აქვს - ყმაწვილი მიუახლოვდა მოხუცს, მის წინ დაიხარა და ყურში ჩარჩურჩულა - შეუძლია ნელა და ჯოჯოხეთური ტანჯვით მოუღოს ბოლო მეტოქეს.
    ბებერ ძაღლს ამ სიტყვების გაგონებამ ღიმილი მოჰგვარა, რამაც ბიჭი შეაკრთო. ჭაღარა სიცილს ვეღარ იკავებდა და როცა ყმაწვილის სახეზე გაურკვევლობა ამოიკითხა უპასუხა:
- მეცოდები... - პირიდან  სისხლი პირდაპირ სახეში შეაფურთხა- მამაშენს ამ შურისძიებით მაინც ვერ დააბრუნებ ! ის უნდა მომკვდარიყო, რადგან სუსტები ყოველთვის კვდებიან. შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი, ბებიაშენიც მე მოვკალი, მე მოვუღე ბოლო მამაშენის კარიერას, მე გავაძევე ქვეყნიდან გურამი და მე დავატრიალე ეს ქაოსი. მამაშენისა და შენი უბედური ცხოვრების ბიძგი მე ვიყავი! - თაზოს გაყინულ სახეზე არანაირი ემოცია აღარ გამოსახულა, მან დანა კვლავ შეათამაშა და წყნარად უპასუხა:
- ერთ რამეში მართალიხარ.. სუსტები ყოველთვის კვდებიან - გაისმა პოლიციის სირენის ხმა, მანქანები უწერის ქუჩის N14-ს მოადგნენ - ბიჭმა დანა შემართა და მოხუცს პირდაპირ გულში გაუყარა.
    აი ყმაწვილს პოლიციის სირენა, როგორც ბეთჰოვენის სონეტა ისე ჩაესმის, სადღაც შორს სამართალმაც იზეიმა, კაშკაშა მთვარემ თავისი ნათელი მოჰფინა ოთახს, სადაც გულგანგმირული მოხუცი და სისხლში ამოთხვრილი ბიჭი მშვიდად სხედან. ახალგაზრდა ფეხზე წამოდგა, შეტრიალდა და კარებისაკენ დაიძრა, იმ წამსვე ოთახში იარაღშესხმული პოლიციელები შემოცვივდნენ, თაზო მუხლებზე დაეშვა, თავი კი ზემოთ ჰქონდა აპყრობილი და მადლიერების ნიშნად შეუმჩნევლად იღიმებოდა.
    2018 წლის  საინფორმაციო გამოშვებაში პირველივე დღე ორი შემზარავი ამბით დაიწყო, პირველში აცხადებდნენ რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შამპანიურში გარეული შხამის შედეგად გარდაიცვალნენ, ხოლო მეორეში - ახალგაზრდა ბიჭმა მოხუცი კაცი დანით გამოასალმა სიცოცხლეს, ხოლო შემდეგ  მკვლელი მოკლა შამპანიურში გარეულმა შხამმა, რომელიც გველის გესლის სახელითაა ცნობილი.
    *
    თქვენ გგონიათ ჩემი მონათხრობის შემდგომ ამბავი დასრულდა? - არა, ასე არ ხდება. აი ამ წამსაც, როდესაც ხაზებს ვწერ, ვიღაც ბიჭი ძმაკაცს ზურგში დანას არტყავს, შეყვარებული წყვილი გაურკვევლობის გამო ერთმანეთს ცხოვრებას უმწარებენ, ჯარისკაცები პოლიტიკოსების უაზრო ამბიციების გამო ომში იღუპებიან, საზოგადოებაში იბადება უამრავი შური, ბოღმა, ორპირობა, გონებააშლოლობა, სასოწარკვეთილობა.
    ჩვენ ვცხოვრობთ იმ გარემოში, სადაც ამპარტავნობამ და ეგოისტურმა მიზნებმა საზოგადოება გადააგვარა და მათი წევრები გადაამტერა ერთურთს, რამაც წარმოშვა ომი, რომელიც თვითმკვლელობის მსგავსია და გველის გესლივით წამლავს ადამიანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს