ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2018


თანაგიგრძნობთ

ბატონო ჩემო, თანაგიგრძნობ, რომ ასეთი ვარ...
არაფრით მეტი და არაფრით ნაკლები თუნდაც...
მე ვარ სიგიჟის აპოგეა, თავად სიგიჟეც;
ქარიშხალიც ვარ, ჰოდა, სწორედ ამიტომ ვწუხვარ.
ვერ გავნაზდები, ვერ ვიქცევი გედად, შვლის ნუკრად,
მე - ქარაშოტებს შეხიზნული ცელქი ასული...
ჰოდა, ბატონო, აი, სწორედ ამიტომ ვწუხვარ,
რომ არაფრით ვარ მე ფერია ვინმე ზღაპრული...
აბა რა გითხრა, განუგეშო ან ახლა რითი,
უბრალოდ მინდა გაყინული სული გაგითბო...
მხოლოდ გაფრთხილებ, რომ არა ვარ ძალიან მშვიდი,
და თანაგიგრძნობ, ჩემო ერთავ, მხოლოდ ამიტომ...
თუმცა რა? განა შენ სხვანაირს მომიწონებდი?
სიმშვიდე ყელში ეკლებად რომ ამოგეზარდა...
სიცოცხლევ ჩემო, სხვანაირი ვერ ვიქნებოდი,
შენ კაი თუ ხარ, მე მარტოდენ შენი გერდა ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები