ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 იანვარი, 2018


ლოგიკური წინააღმდეგობა ცალკეული, ”განსაკუთრებულად დაჯილდოებული”, ე.წ. ”ისტორიკოსების” მიერ 1921-1990 წლების პერიოდის ჩართვაში საქართველოს 3000 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორიაში

ლოგიკური წინააღმდეგობა ცალკეული, ”განსაკუთრებულად დაჯილდოებული”, ე.წ. ”ისტორიკოსების” მიერ 1921-1990 წლების პერიოდის ჩართვაში  საქართველოს 3000 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორიაში

ცალკეული, ”განსაკუთრებულად დაჯილდოებული”,  ე.წ. ”ისტორიკოსების” მიერ დაწერილი ე.წ. ”ისტორია” არ არის სანდო, უფრო მკვეთრადაც შეიძლება ითქვას. მარტო ამით აიხსნება, რომ ერთი და იგივე ადამიანი, უარყოფს 1921-1990 წლებში საქართველოს სახელმწიფოს არსებობის ფაქტს, ამავე დროს, სინდისის, ნამუსის, ლოგიკის შეუტოკებლად, ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ყმობაში, მონობაში ყოფნას ”დამოუკიდებლობად” აცხადებს, თვალთმაქცობას არა აქვს საზღვარი, და, ო, სასწაულო, ამავე 1921-1990 წლების პერიოდს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის ისტორიაში რთავს, სისულელეს არა აქვს საზღვარი, თუ ადამიანი უარყოფს 1921-1990 წლებში საქართველოს სახელმწიფოს არსებობის ფაქტს, მაშინ 1921-1990 წლების პერიოდი საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის ისტორიაში როგორ შედის?

გეკითხებით:

რა ჰქვია ადამიანს, რომელიც უარყოფს 1921-1990 წლებში საქართველოს სახელმწიფოს არსებობის ფაქტს, ამავე დროს, 1921-1990 წლების პერიოდს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის ისტორიაში რთავს?

”ისტორიკოსი” ჰქვია?

გავიგეთ, პატივს ვცემთ განსხვავებულ შეხედულებას, მაგრამ თუ ვინმე არ აღიარებს 1921-1990 წლების პერიოდს საქართველოს სახელმწიფოებრივობად, მაშინ 1921-1990 წლების პერიოდს როგორღა რთავს საქართველოს სახელმწიფოებრივობის 3000 წლის ისტორიაში? ეს შიზოფრენია არ არის? მაშინ რაღა არის?

კარგით. შეცდა. ხდება ხოლმე მაგრამ რომ მიუთითებენ, და მაინც იგივეს იმეორებს, მაშინ ვინღა არის?

ხომ უნდა იყოს ელემენტარული ლოგიკა, აღიარებს საქართველოს სახელმწიფოებრივობად 1921-1990 წლების პერიოდს? მაშინ  1921-1990 წლების პერიოდი ჩართოს საქართველოს 3000 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორიაში. არ აღიარებს საქართველოს სახელმწიფოებრივობად 1921-1990 წლების პერიოდს? მაშინ  1921-1990 წლების პერიოდს ნუღარ  ჩართავს  საქართველოს 3000 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორიაში.

გარდა ამისა, თუ 1921-1990 წლების პერიოდი როგორღაც სადავოდ შეიძლება გახდეს, კი მაგრამ, 1801-1918 წლების პერიოდი ხომ არ არის სადავო? 1801-1918 წლების პერიოდში არავითარი საქართველოს სახელმწიფოებრივობა არ არსებობდა. კი მაგრამ, რა ლოგიკით, რა სასწაული ლოგიკით რთავენ 1801-1918 წლების პერიოდს საქართველოს 3000 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორიაში?

და ბოლოს, ფრაზა ”საქართველოს 3000 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორია” რომ ფაქტიურად რიტუალურია, იმითაც დასტურდება, რომ 2000 წელსაც ამბობდნენ ფრაზას ”საქართველოს 3000 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორია”, და დღესაც, 2018 წელს, უკვე 18 წელი გავიდა, მაგრამ მაინც იგივე ფრაზას იმეორებენ, ზუსტად იგივეს, არ ამბობენ ”საქართველოს 3018 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორია”, ამბობენ ”საქართველოს 3000 წლის სახელმწიფოებრივობის ისტორია”.

კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
24.01.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები