ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2018


რ ა ს ა ც ვ ე რ დ ა ა ბ რ უ ნ ე ბ

დარეკა.
ცოტა ისაუბრა.
სიტყვებს შორის შეყოვნება იყო.
არ დაიღალე, ჩემი პრობლემებით?–მკითხა.
არააა. ვუპასუხე.
ცოტა გამხიარულდა., უცებ მოიწყინა.
მე  კი, დავიღალე, ძალიან დავიღალე,-თქვა მისუსტებული ხმით.
ტელეფონიც გაითიშა.
ბევრჯერ დავრეკე. ტელეფონი არ პასუხობდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, მიპასუხეს.
მითხრეს, რOმ აღარ არის.
ტელეფონი ხელიდან გამივარდა.
საათობით მახრჩობდა ცრემლები.
გავბედე და დავრეკე. '
სად არის?–ვიკითხე.
–მითხრეს.
ტაქსით ავედი,
ადრე, აქ არასოდეს ვყოფილვარ.
მივდიოდი და თვალებით ვეძებდი.
ახლადამაღლებულ შიშველ  მიწაზე ამაყად იდგა წარწერა , ლამაზად ამოტვიფრული მისი გვარ–სახელით.
უამრავი ლამაზი ყვავილი თავჩაქინდრული შემოხვეოდა.
წვიმდა, გადაუღებლად წვიმდა,
ტალახი, ტანსაცმელზე  შემწებებოდა.
მოჩიჩქნილ მიწას, ჩემი  თითების კვალი  ღრმად დამჩეოდა.
ავდექი, სიბნელე მიშლიდა ხელს გზის გაგნებაში.
მივლასლასებდი. დაჩიავებული, უიმედო და სასოწარკვეთილი.
მენატრებოდა  მისი მომღიმარი სახე, ნაღვლიანი ლურჯი თვალები და  და ხალისიანი საუბარი.
ტაქსი არ მელოდებოდა.
შემაცია,
უსაშველოდ უსუსურ არსებად ვქცეულიყავი.
ხშირად ვისვენებდი.
გათენებამდე მივაღწიე სახლში.
დამთავრდა ,
–რასაც ვერ დავაბრუნებ, რასაც ვერ აღვადგენ და ვერასოდეს დავივიწყებ, რასაც ვერ გავამეორებ.
ვერ მოვუარე, ვერ ჩავიხედე ბოლომდე მის სულში და ის დავკარგე,
–ამბობენ,  იკურნებაო.
მე კი, ვიცი, რომ, არის  სნეულება, რომელიც არ იკურნება.
ალბათ, გინახავთ, ფეხზე მდგარი გამხმარი ხე.
წყალი დაუსხით, მას ვერ გააცოცხლებთ.
როცა ვხედავთ, ვერ ვხვდებით, რომ თვალებიდან სულში ღრმად  უნდა ჩავიხედოთ და ბნელი კუნჭული გავანათოთ.
გვჯერა, რადგან ჩვენია, ეს საკმარია და სხვა რამ მას აღარ სჭირდება.
ცრემლები ხშირად დათარეშობენ თვალებში, უმისამართოდ და უნუგეშოდ.
მტკივა მოურჩენელი ადგილი. მტკივა.
ზემოთ, ცისკენ ვეღარ ვიყურები,....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები